|
2018-05-22 13:03:16, 1311 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის ფინალი 4 ივნისს გაიმართება
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის - „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ - ფინალური თამაში 4 ივნისს 14 საათზე სასტუმრო „ჰუალინგ თბილსში" გაიმართება. ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტი საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება. მასში მონაწილეობისათვის ქვენის მთელი მასშტაბით 374 სკოლა იყო რეგისტრირებული. 2018 წლის 26 აპრილს ნახევარფინალური თამაშები თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ერთდროულად გაიმართა. სკოლის თითოეულ გუნდში 5 ძირითადი და ერთი სათარადიგო მონაწილე იყო. პროექტის ფინალში 73 საჯარო და კერძო სკოლის ის გუნდები მოხვდნენ, რომელთაც ნახევარფინალში 20 შესაძლებლიდან 13 და მეტი ქულა დააგროვეს. სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტს საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა და მისი მიზანი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიით მოსწავლეთა დაინტერესებაა. პროექტში მონაწილე სკოლის გუნდებს გადაეცათ 1918-1921 წლების ისტორიის ამსახველი პუბლიკაციების ელექტრონული ვერსიები, რომელთა მიხედვითაც მომზადდა ნახევარფინალური და ფინალური თამაშის კითხვები. ვიქტორინას "რა? სად? როდის?" საქართველოს კლუბი უძღვება. პროექტის გამარჯვებულები პრიზებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან.
(NS)
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)