|
2018-05-22 12:34:12, 1344 ნახვა
საზოგადოება
ძიუდოისტებმა დავით ქევხიშვილის სკამი სანაგვე ურნასთან გაიტანეს, კაბინეტი კი, აჭედეს
ძიუდოს ფედერაციაში დაპირისპირება გრძელდება. ძიუდოისტების პროტესტი დღეს დილიდან, ფედერაციის შენობასთან განახლდა, სადაც მათ კვლავ ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის გადადგომა მოითხოვეს. სპორტსმენებმა ცოტა ხნის წინ ქევხიშვილის სკამი კაბინეტიდან გამოიტანეს და სანაგვე ურნაში გადააგდეს. შემდეგ კი მისი კაბინეტის კარი აჭედეს. ძიუდოისტები ასევე უნდობლობას უცხადებენ 10 დღის წინ შექმნილ კომისიას, რომელსაც ფედერაციაში არსებული პრობლემები უნდა შეესწავლა. სპორტსმენები თვლიან, რომ კომისიამ პირველი შეხვედრის შემდეგ, ფაქტობრივად დადო გარკვეული დასკვნა, რომელიც კატეგორიულად ეწინააღმდეგება მათ არგუმენტებს. „ჩვენ დავუპირისპირდით ქევხიშვილს, მისი გადადგული ნაბიჯების, მისი მოქმედებების გამო ჩვენი გუნდის მიმართ, ჩვეი ნაკრების მიმართა. აქ მარტო ჩვენ არ ვართ, აქ არიან ახალგაზრდული ნაკრების წევრები, აქ არიან ქალტა ნაკრების წევრები. პროტესტი გრძელდება და უპირობოა ჩვენი მოთხოვნა, უნდა გადადგეს დავით ქევხიშვილი დაკავებული თანამდებობიდან. 20 დღეა, ჩვენ უკვე აღარ ვვარჯიშობთ, ყურადღება ჩვენ მიმართ არის ნაკლები იმ ადამიანების მხრიდან, ვისაც ხელეწიფება ამ პრობლემის მოგვარება, ჩვენ ვაგრძელებთ ჯანსაღ პროტესტს",- განაცხადა ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა, ვარლამ ლიპარტელიანმა.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)