|
2018-05-19 17:10:11, 1834 ნახვა
საზოგადოება
თხმ: აქციის საკითხს მას შემდეგ გადავწყვეტთ, რაც რეფორმასთან დაკავშირებით შსს-ს პოზიციას მოვისმენთ
„თეთრი ხამურის მოძრაობა“ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დაანონსებული აქციის საკითხი მას შემდეგ გადაწყდება, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციას მოისმენენ. „მოგესალმებით მეგობრებო, დაიწყო შაბათიც, ბოლო დღე, რომელიც შს სამინისტროს ნარკოპოლიტიკის ცვლილებაზე მოლაპარაკების მაგიდისთვის მივეცით, შეხვედრის ზუსტი დრო კი აქამდე უცნობია. დაანონსებული აქციის საკითხს გადავწყვეტთ მას შემდეგ, რაც მოვისმენთ სამინისტროს პოზიციას რეფორმასთან დაკავშირებით. ყველასთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, ორწლიანი მუშაობის შემდგომ, რამდენად მზადაა სახელმწიფო ცვლილებისთვის და შევძლებთ თუ არა მოხმარებისთვის ციხეში მჯდომი უდანაშაულო მოქალაქეების დახსნას, ავირიდებთ, თუ არა მომავალში პირადი მოხმარების მიზნით მიზერული ოდენობის სუბსტანციების ფლობისთვის ადამიანთა მომავლის განადგურებას. რაც შეეხება გეგმებს, ვფიქრობთ ნათელია, რომ მძიმე და კრიზისული დღეების შემდგომ ხალხში არაერთგვაროვანი განწყობებია, მოცემულ ვითარებაში კი ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებრივი აზრისა და მხარდამჭერთა კონსოლიდაციას. გვსურს, გთხოვოთ თითოეულ თქვენგანს, ვკონცენტრირდეთ და გავძლიერდეთ, არ ვუღალატოთ ჩვენს ბრძოლას გადამწყვეტ მომენტში, ჩვენ არ ვაპირებთ ვაპატიოთ პოლიტიკურ ძალაუფლებას ჩვენი ღირსებისა და თავისუფლების მუდმივი ხელყოფა, ვიფიქროთ ცივი გონებით და ვიაროთ ერთობლივი სტრატეგიით გამარჯვებამდე. ჩვენი ძალა ჩვენსავე პრინციპულ ერთად დგომაშია“, - ნათქვამია განცხადებაში.
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)