|
2018-05-18 17:32:47, 1510 ნახვა
საზოგადოება
პარამედიკოსების სასწავლო კურსისთვის საბუთების მიღება გრძელდება
პარამედიკოსების სასწავლო კურსისთვის საბუთების მიღება გრძელდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მართვის საკითხებში მოსამზადებლად უკვე მესამე ჯგუფი შეირჩა. მომავალ პარამედიკოსებს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე შეხვდა. თავდაპირველად, პრეტენდენტები მოთხოვნილი დოკუმენტაციის საფუძველზე შეირჩევიან. მომდევნო ეტაპზე, მათ ნორმატივებისა და პრეტესტის ჩაბარება მოუხდებათ, რისი წარმატებით დაძლევის შემთხვევაში, პარამედიკოსთა მოსამზადებელ კურსს, ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნული სასწავლო ცენტრის ბაზაზე გაივლიან. 4 თვიანი სწავლების ფარგლებში მათ თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარდებათ. კურსის გავლა საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულების სამკურნალო/მედიცინის ფაკულტეტის ყველა კურსდამთავრებულს შეუძლია. ამისთვის აპლიკანტმა შესაბამის დოკუმენტთა ნუსხა, სსიპ - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ადმინისტრაციაში უნდა წარადგინოს (ქ. თბილისი, აკ. წერეთლის გამზ. #117) ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა № IV-100/ა) დედანი; ბ) ავტომანქანის მართვის მოწმობის ასლი; გ) საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულების სამკურნალო/მედიცინის ფაკულტეტის დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის/დიპლომის ასლი; დ) პირადობის მოწმობის ასლი; ე) ავტობიოგრაფია ან (CV); ვ) ცნობა სამუშაო გამოცდილების შესახებ ან შრომის წიგნაკის ასლი (არსებობის შემთხვევაში); ზ) სარეკომენდაციო წერილი/ცნობა (დედანი); თ) ორი ფოტოსურათი (3/4); ი) ნასამართლეობის შესახებ ცნობა (დედანი); პარამედიკოსთა მომზადების პროექტი საქართველოში პირველად ხორციელდება და რეგიონებში გადაუდებელ შემთხვევებზე რეაგირების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
(NS)
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)