|
2018-05-18 14:55:20, 1434 ნახვა
საზოგადოება
საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია 24 მაისს დაიწყება
თბილისის საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია 24 მაისს, 12:00 საათზე დაიწყება. რეგისტრაცია წარიმართება ელექტრონულად, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე: www.kids.org.ge საზაფხულო ბაღების სერვისით სარგებლობას წელს 13 000 აღსაზრდელი შეძლებს. “საზაფხულო ბაღები გახლავთ თბილისის მერიისა და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს სოციალური პროექტი, რომლის ფარგლებშიც, ოჯახებს, ვინც ვერ ახერხებს ივლისის პერიოდში ქალაქგარეთ გასვლას, საშუალება ეძლევათ ისარგებლონ ჩვენი ბაღების მომსახურებით,“ - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ. რეგისტრაციის დაწყების დღეს, ვებგვერდზე იმუშავებს მხოლოდ საზაფხულო ბაღების რეგისტრაციის ფორმა, სადაც სავალდებულო იქნება კონკრეტული ველების შევსება რაიონის, საბავშვო ბაღის, ჯგუფის, ასევე, აღსაზრდელისა და მშობლის პირადი მონაცემებისა და საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ. რეგისტრაცია ვაკანტური ადგილების შევსებამდე გაგრძელდება. საზაფხულო ბაგა-ბაღებში რეგისტრირებული აღსაზრდელები მომსახურებას მიიღებენ მხოლოდ მიმდინარე წლის ივლისის თვეში და აღნიშნული რეგისტრაცია არ ეხება 2018-2019 სააღმზრდელო წელს. თბილისში საზაფხულო ბაღები 2018 წლის 2 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით იმუშავებს შემდეგ ბაგა-ბაღებში: გლდანის რაიონი - N153, N48 N205, N216, N186
(NS)
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)