|
2018-05-17 19:52:12, 1771 ნახვა
საზოგადოება
ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში უცხოელი სპეციალისტები თვალის რთულ ოპერაციებს ქართველ კოლეგებთან ერთად ჩაატარებენ
ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში თვალის ბადურაზე ოპერაციებს გერმანიიდან, ჩეხეთიდან, ლიტვიდან და უკრაინიდან მოწვეული თვალის მიკროქირურგები ჩაატარებენ. ქირურგები მონაცვლეობით ნიუ ჰოსპიტალსის ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრს 21 მაისიდან ეწვევიან და შემდგომი 6 თვის განმავლობაში გაუწევენ პაციენტებს ოფთალმოლოგიურ მომსახურებას. მოწვეული სპეციალისტების მიერ მოხდება პაციენტებისთვის ბადურის დაავადებების დიაგნოსტირება და ჩატარდება მრავალი ქირურგიული პროცედურა ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა ბადურის ჩამოცლა (ტრაქციული, რეგმატოგენური), ეპირეტინული მემბრანა (მაკულარული ნაოჭი), უცხო სხეულის ექსტრაქცია და ბადურასთან ან მინისებრი სხეულის შემღვრევასთან დაკავშირებული სხვა დაავადებები. ოფთალმოქირურგების ვიზიტის ფარგლებში მოხდება კატარაქტის და სხვა ოფთალმოლოგიური დაავადებების რთული შემთხვევების განხილვა და მკურნალობა ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის ქართველ, გამოცდილ კოლეგებთან ერთად. ასევე, ცენტრის ბაზაზე ჩატარდება ღონისძიებები, კონფერენციებისა და სემინარების სახით, რაც ქართველ კოლეგებთან გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად. მედიცინის დოქტორი, ივან ფიშერი, პრაღის ევროპული თვალის კლინიკის, „ლექსუმის“ ხელმძღვანელია და უდიდესი გამოცდილება გააჩნია ვიტრეორეტინულ ქირურგიაში. იგი მრავალი წელია მუშაობს მსოფლიოს წამყვან ოფთალმოლოგიურ კლინიკებში, მათ შორის აშშ-სა და ჩეხეთში, ჩატარებული აქვს ათასობით ქირურგიული პროცედურა და არის არაერთი სამეცნიერო პუბლიკაციის და სახელმძღვანელოს ავტორი. მედიცინის დოქტორი და ოფთალმოქირურგი, კონსტანტინე ფურცხვანიძე, 2004 წლიდან მოღვაწეობს გერმანიაში, კილის საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც პროფესიული გამოცდილების მანძილზე ჩატარებული აქვს ათასობით ქირურგიული პროცედურა და არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მისი სპეციალიზაცია მოიცავს ვიტრეორეტინულ ქირურგიას, კატარაქტის ქირურგიას, თვალის პოსტტრავმულ ქირურგიას, ონკო-ოფთალმოლოგიას, ონკო-ქირურგიას, ნეირო-ოფთალმოლოგიას, ასევე ქუთუთოების და საცრემლე არხის ქირურგიას. მიხაილო გავურა დნეპროპეტროვსკის რეგიონული კლინიკური ოფთალმოლოგიური ჰოსპიტალის წამყვანი ოფთალმოლოგი და სამედიცინო კვლევების ავტორია. ჩატარებული აქვს მრავალი ათასი ქირურგიული პროცედურა და მისი სპეციალიზაციის სფერო მოიცავს ვიტრეორეტინულ ქირურგიას, თვალის მიკროქირურგიას, ხელოვნური ბროლების იმპლანტაციას, ფაკოემულსიფიკაციას, პედიატრიული ოფთალმოლოგიასა და ნეირო-ოფთალმოლოგიას. მედიცინის დოქტორი, მარტინას სპეჩკაუსკასი, ლიტვის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის წამყვანი ოფთალმოლოგი და მეცნიერ-თანამშრომელია, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილებაც ათასობით ქირურგიულ პროცედურას ითვლის თვალის ქირურგიის, ვიტრეორეტინული ქირურგიის და კატარაქტის ქირურგიის მიმართულებით. საუკუნოვანი გამოცდილების მქონე ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი ლიდერია ოფთალმოლოგიური პროცედურების, ქირურგიისა და დიაგნოსტიკის მიმართულებით, ის 2011 წლიდან „ნიუ ჰოსპიტალსში“ ფუნქციონირებს, აღჭურვილია ულტრათანამედროვე სამედიცინო ტექნიკით და საუკეთესო ოფთალმოლოგიური სერვისებით უზრუნველყოფს პაციენტებს, მათ შორის გადაუდებელი ოფთალმოლოგიური დახმარების მომსახურებას, რომელიც 24 საათის განმავლობაშია ხელმისაწვდომი.
(NS)
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)