|
2018-05-15 16:02:01, 1524 ნახვა
საზოგადოება
საჯარო რეესტრმა, კავკასიის რეგიონულმა გარემოსდაცვითმა ქსელმა და დედოფლისწყაროს მერიამ მემორანდუმი გააფორმეს
სოფელ არხილოსკალოს სივრცით-ტერიტორიული მოწყობისა და მიწათსარგებლობის სისტემის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ივანე ცარციძემ, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ქსელის (Rec Caucasus) დირექტორმა სოფიკო ახობაძემ და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა მოაწერეს. მემორანდუმის ფარგლებში, საჯარო რეესტრი საპილოტო პროექტის შედეგად არხილოსკალოს ადმინისტრაციულ ფარგლებში არსებულ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებულ სივრცით-ტერიტორიული ინფორმაციას - მიწის ნაკვეთების რუკებს, გეგმებს, მიწის ნაკვეთის კატეგორიებს, არსებულ განაშენიანებას და სხვა მონაცემებს დედოფლისწყაროს მერიას მიაწვდის. მერია კი, თავის მხრივ, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის დახმარებით სოფელ არხილოსკალოს სივრცით-ტერიტორიული განვითარებისა და მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას მოამზადებს. „ეს იქნება მაგალითი მთლიანად ქვეყნისთვის, თუ როგორ შეიძლება, მარტივად, რეგისტრაციის სრულყოფილი მონაცემების საფუძველზე შედგეს სრულყოფილი მიწათსარგებლობის გეგმა კონკრეტული არეალისთვის", - აღნიშნა ივანე ცარციძემ. თანამშრომლობის მემორანდუმი დედოფლისწყაროს მერიას საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებასა და მუნიციპალიტეტის საკუთრების გამოყენების უკეთ დაგეგმვაში დაეხმარება. მიწის რესურსების მდგრად და ეფექტიან გამოყენებასთან ერთად, უწყებებს შორის თანამშრომლობა საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობასაც შეუწყობს ხელს. დედოფლისწყაროს რაიონის სოფელი არხილოსკალო ერთ-ერთია იმ თორმეტი დასახლებიდან, სადაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, მიწის ნაკვეთების სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტს ახორციელებს.
(NS)
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)