|
2018-05-15 14:56:31, 1164 ნახვა
საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილმა ჯო ბაიდენის პირადი წერილი მიიღო
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჯო ბაიდენის პირადი წერილი მიიღო. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, წერილი გიორგი მარგველაშვილს საქართველოში ვიზიტად მყოფმა ატლანტიკური საბჭოს ექსპერტმა, აშშ-ს თავდაცვის მდივნის ყოფილმა მოადგილემ, პენსილვანიის უნივერსიტეტში ბაიდენის ანალიტიკური ცენტრის დირექტორმა მაიკლ კარპენტერმა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე გადასცა. როგორც საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა განაცხადა, ჯო ბაიდენი ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ეს წერილიც სწორედ მისი მხარდაჭერის გამოხატულებაა. მაიკლ კარპენტერთან შეხვედრისას საუბრის მთავარი თემა საქართველოსა და აშშ-ს ორმხრივი ურთიერთობების განვითარება იყო. საუბარი შეეხო ასევე აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის მზარდ მხარდაჭერას, საქართველოს მხარდაჭერის აქტის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას. ,,შევაფასეთ, რომ ახლა, საქართველოსადმი მხარდაჭერა აშშ-ს მოქმედი ადმინისტრაციის პირობებში ძალიან ძლიერია, რაც ჩვენდა სასიხარულოდ ერთგვარი გაგრძელებაა წინა ადმინისტრაციის პოზიციის. მაგრამ, ყველა გლობალურ საკითხთან ერთად - ირანი, ჩრდილოეთ კორეა და ასე შემდეგ - მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ ყურადღება მსოფლიოს ამ ნაწილზე, რადგან ამდენ კონკურენტულ კრიზისში ხანდახან ხდება ყურადღების გადატანა. ჩვენ დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ამერიკის საზოგადოებაში, კონგრესში, მოქმედ ადმინისტრაციაში იციან, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს რეგიონი აღმოსავლეთისა და დასავლეთის ურთიერთობასა და ევროპის უსაფრთხოებისათვის" - განაცხადა მაიკლ კარპენტერმა. დავით რაქვიაშვილის განცხადებით, მაიკლ კარპენტერმა, რომელიც ძალიან კარგად იცნობს ჩვენს რეგიონს, საქართველოს პრეზიდენტს გაუზიარა თავისი მოსაზრებები, თუ როგორ შეიძლება იყოს გააქტიურებული აშშ-ს აკადემიურ წრეებში მხარდაჭერა იმისათვის, რომ კონგრესმა საქართველოს მხარდაჭერის აქტი მიიღოს.
რას ნიშნავს პროტესტის ორი წელი: სამი დასკვნა
როგორ მოიცვა რეპრესიებმა საქართველო ორ წელიწადში - ფაქტები ანალიზი და მხოლოდ სიმართლე
ლუაზო - ორი წლის წინ ქართველ ხალხს არჩევნები მოპარეს, მე იქ ვიყავი — ეს იყო ყველაზე გაყალბებული არჩევნები, რისი წარმოდგენაც კი შეიძლება
გრეგოროვა - საქართველოს მოსახლეობა უკვე ორი წელია უარს ამბობს დათმოს დემოკრატია, თავისუფლება და ევროპული მომავალი
|
რედაქტორის რჩევით
რას ნიშნავს პროტესტის ორი წელი: სამი დასკვნა
როგორ მოიცვა რეპრესიებმა საქართველო ორ წელიწადში - ფაქტები ანალიზი და მხოლოდ სიმართლე
ომი უკრაინაში
რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტისა და ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





