|
2018-05-13 23:27:17, 1932 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტთან აქციის „ჩვენი თავისუფლებისთვის“ მონაწილეთა ნაკადი არ წყდება
პარლამენტის შენობასთან, აქცია „ჩვენი თავისუფლებისთვის“ სულ უფრო მეტი ადამიანი უერთდება. აქციის ახალი მონაწილეების პარლამენტის შენობასთან უსაფრთხოდ გადაყვანას სამართალდამცველები და სპეცრაზმი უზრუნველყოფს. აქციას ბოლო ერთ საათში სამასამდე ადამიანი შეუერთდა. ისინი ამ დროისთვის შს მინისტრის და აქციის ორაგნიზატორების შეხვედრის დასრულებას ელოდებიან, რომლის შემდეგაც ცნობილი გახდება, მოხერხდა თუ არა მოლაპარაკება მათ შორის. გახარია ადგილზე ცოტა ხნის წინ მივიდა და განაცხადა, რომ მზად არის აქციის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, აქციის ორგანიზატორების კითხვებს უპასუხოს. ამასთან, აქციის მონაწილეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ადგილზე ათასობით პოლიციელი და სპეცრაზმის წარმომადგენელია მობილიზებული, რადგან თავისუფლების მოედნის მხრიდან და ასევე ქაშვეთის ეკლესიის მხრიდან კონტრაქციის მონაწილეები იმყოფებიან და 9 პერიოდულად პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობენ. ტერიტორიაზე განთავსებულია წყლის ჭავლის მანქანები, რომლითაც, საჭიროების შემთხვევაში, კონტრაქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენებენ.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)