|
2018-05-13 18:37:13, 1214 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტთან დაპირისპირება მოხდა
პარლამენტის შენობასთან, სადაც საპროტესტო აქცია „ჩვენი თავისუფლებისთვის“ მიმდინარეობს, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მოქალაქე, რომელიც აქცვიის მონაწილე არ არის, სცენასთან მივიდა და აქციის ორგანიზატორებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. აქციის ორგანიზატორებმა მონაწილეებს მოუწოდეს, პროვოკაციას არ აყვნენ. ასევე მოუწოდეს სამართალდამცველებს, რომ მსგავსი შემთხვევების პრევენცია უზრუნველყონ. „რომ იცოდეთ აქ არის მოსული ვიღაც ადამიანი, რომელიც გვაგინებს, სწორედ ამიტომ ხდება ეს პატარა დაპირისპირება. მოგიწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ აყვეთ პროვოკაციას. ასევე მოვუწოდებ სამართალდამცველებს, მსგავსი შემთხვევების პრევენცია მოახდინონ და არ დაუშვან, რომ პროვოკაციებით ჩვენს ტერიტორიაზე გადმოვიდნენ“, - განაცხადა „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ლიდერმა ბექა წიქარიშვილმა. ამასთან, ორგანიზატორების ტრიბუნასთან ერთ-ერთი ქალბატონი იყო მისული, რომელიც ასევე არ არის აქციის მონაწილე. აქციის მონაწილეებმა გადაწყვიტეს, რომ მისთვის ტრიბუნა დაეთმოთ, თუმცა მანამდე ზემოხსენებული ინციდენტი მოხდა და შესაბამისად, მოქალაქეს სიტყვით გამოსვლის საშუალება ჯერ არ მიეცა. ადგილზე ასობით ადამიანია შეკრებილი. ისინი უკვე მეორე დღეა, 12 მაისს კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ. მათი მთავარი მოთხოვნა შს მინისტრის და პრემიერის გადადგომაა. უსაფრთხოებას სამართალდამცველები იცავენ. მათი რაოდენობა საკმაოდ დიდია, რაც განპირობებულია იმით, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა „საქართველოს ეროვნული ერთობა“ კონტრაქციას მართავს. ქაშვეთის ეკლესიასთან გიორგი გაბედავა და „ქართული მარშის“ წევრები იმყოფებიან.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)