|
2018-05-12 19:44:24, 1515 ნახვა
საზოგადოება
აქციის მონაწილეები ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ
აქციის მონაწილები ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებენ, პარლამეტის შენობასთან მოვიდნენ. ისინი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ხელისუფლებისგან პასუხებს ითხოვენ. აქციის ორგანიზატორების თქმით, სანამ მათ მთავრობის წარმომადგენლები არ შეხვდებიან, საპროტესტო აქცია არ დასრულდება. ამასთან, აქციის მონაწილეებმა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს გადადგომისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს. ცნობისთვის, თბილისში, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე ათასობით ადამიანი ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებს. მათი მთავარი მოთხოვნებია: დაუყოვნებლივ დატოვოს თანამდებობა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა; უპირობოდ გადადგეს საკუთარ ხალხზე მოძალადე შს მინისტრი გიორგი გახარია; დაისაჯოს 12 მაისის შავი პარასკევის ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი; მმართველ ძალაში ხალხის მხარეს მყოფი პოლიტიკოსები გაემიჯნონ ხელისუფლების მიერ არჩეულ ძალადობრივ კურსს.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)