|
2018-05-12 15:39:30, 2220 ნახვა
საზოგადოება
„დაუყოვნებლივ დატოვოს თანამდებობა პრემიერმა!“ - პარლამენტთან საპროტესტო აქცია დაიწყო (ვიდეო)
თბილსში, პარლამენტის შენობასთან ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მომხდარის გამო პრემიერ-მინისტრის და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვენ. „ჩვენი მთავარი მოთხოვნებია: დაუყოვნებლივ დატოვოს თანამდებობა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა; უპირობოდ გადადგეს საკუთარ ხალხზე მოძალადე შს მინისტრი გიორგი გახარია; დაისაჯოს 12 მაისის შავი პარასკევის ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი; მმართველ ძალაში ხალხის მხარეს მყოფი პოლიტიკოსები გაემიჯნონ ხელისუფლების მიერ არჩეულ ძალადობრივ კურსს“, - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ისინი არ დაიშლებიან, სანამ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ადგილზე სამართალდამცველები და სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული. შეგახსენებთ, გვიან ღამით, კლუბ „ბასიანში“ და კაფე „გალერიში“ სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც შსს-ს ცნობით, 8 ნარკორეალიზატორი დააკავეს. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, როდესაც ახალგაზრდებმა კლუბების მიმდებარე ტერიტორიებზე აქცია გამართეს. მათ გზები გადაკეტეს. აღნიშნულს ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. სპეცრაზმმა ადგილზე ათობით ადამიანი დააკავა. თვითმხილველების თქმით, სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტებას ჰქონდა ადგილი. ამასთან, დაპირისპირების დროს, აქციის რამდენიმე მონაწილე შეუძლოდ გახდა. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმრების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა. შსს-ს ინფორმაციით, ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი ამ დროისთვის გათავისუფლებულია.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)