|
2018-05-10 18:34:02, 1737 ნახვა
საზოგადოება
კომისიამ „ბილაინი“ „FREEVOLUTION“-ის პაკეტში დარღვევა აღმოუჩინა და გააფრთხილა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „ვიონი საქართველო" წერილობით გააფრთხილა და მომხმარებლებისთვის შეთავაზებული ე.წ. „FREEVOLUTION"-ის პაკეტის ფარგლებში, მობილურ ხმოვან მომსახურებაზე დაწესებული ტარიფის საქართველოს კანონმდებლობისა და კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ მოთხოვნასთან შესაბამისობაში მოყვანა დაავალდებულა. როგორც კომისიაში აცხადებენ, ადმინისტრაციული წარმოების მასალებით დადასტურდა, რომ ე.წ. „FREEVOLUTION"-ის პაკეტის ფარგლებში, აბონენტებისთვის გაწეული მობილური ხმოვანი მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი ვერ ფარავდა ამ მომსახურებისთვის გაწეულ დანახარჯებს. „2017 წლის 6 თვის პერიოდის შემოსავლებისა და ხარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის თანახმად, მობილურ საბითუმო ხმოვან მომსახურებაზე გადანაწილების შედეგადა „FREEVOLUTION"-ის საცალო პაკეტებზე მიკუთვნებული დანახარჯები შემოსავლებს დაახლოებით ოთხჯერ აღემატება. აღნიშნული გარემოებით დადასტურდა, რომ შპს „ვიონი საქართველომ" მომხმარებელთა ჯგუფის სატარიფო შეღავათების სუბსიდირება სხვა ავტორიზებულ პირთა და მომხმარებელთა ჯგუფების ხარჯზე მოახდინა, რითაც მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულება დაარღვია“, - ნათქვამია კომისიის განცხადებაში.
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)