|
2018-05-10 16:39:44, 1243 ნახვა
საზოგადოება
აქცია „გაამწვანე შენი უბანი“ N85-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა
ისნის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, აქცია „გაამწვანე შენი უბანი“ გრძელდება. გამწვანების აქცია ამჯერად, N85-ე საჯარო სკოლაში გაიმართა, სადაც ისნის რაიონის გამგებელმა კახა კაბუჩიძემ საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად, წიწვოვანი მარადმწვანე ხეები და ბუჩქები დარგო. ღონისძიებაში ასევე, ისნის რაიონში მდებარე სოციალური თერაპიის სახლში დასაქმებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მონაწილეობდნენ, რომელთაც ისნის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ხელნაკეთი „ჩიტის სახლები“ დაამზადეს. მხატვრულად გაფორმებული სახლები სკოლის ეზოს ტერიტორიაზე არსებულ ხეებზე განთავსდა. გარდა ამისა, აქციის ფარგლებში, მოსწავლეებმა სკოლის ეზოს კედლები თემატური კომპოზიციებით მოხატეს. ისნის რაიონის გამგეობა აქციას „გაამწვანე შენი უბანი“ რგვების სეზონის ბოლომდე განაგრძობს და მწვანე სივრცეებს კიდევ არაერთ მისამართზე მოაწყობს.
(NS)
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)