|
2018-05-09 00:22:52, 2981 ნახვა
მსოფლიო
ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გადის
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის ბირთული შეთანხმებიდან გასვლის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. შესაბამისი განცხადება ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. დონალდ ტრამპმა 2015 წელს ოფიციალურ თეირანთან დადებულ ბირთვულულ შეთანხმებას ისტორიაში ყველაზე ცუდი ხელშეკრულება უწოდა. "შეთანხმებიდან გავდივართ, მაგრამ ვიმუშავებთ მოკავშირეებთან, რომ მივაღწიოთ ყოვლისმომცველ გამოსავალს. თუ ირანი გააგრძელებს ბირთვულ პროგრამას, მას ყველაზე დიდი პრობლემები შეექმნება, რაც კი აქამდე ჰქონია. აშშ ყველა სანქციის აღდგენას აპირებს, რომლებზე უარიც ბირთვული შეთანხმების ფარგლებში ვთქვით. ირანს დამატებითი ეკონომიკური სანქციებიც დაეკისრება", - განაცხადა ტრამპმა. თეთრი სახლის ლიდერმა ირანი ურანის გამდიდრებაში დაადანაშაულა. მისივე შეფასებით, აღნიშნულ შეთანხმებას მშვიდობა არ მოუტანია და ის არასდროს უნდა დადებულიყო. ამასთან, ტრამპის თქმით, აღნიშნული შეთანხმება იმდენად ცუდად იყო შედგენილი, რომ იმ შემთხვევაშიც თუ ირანი მას დაიცვას, ბირთვული იარაღის მოპოვებას მაინც შეძლებს. ცნობისთვის, ბირთვული შეთანხმება 2015 წელს, ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს დაიდო. ირანის და ამერიკის გარდა, შეთანხმებას ხელი დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, რუსეთმა და ჩინეთმა მოაწერა. 2016 წელს ირანს საერთაშორისო სანქციების ნაწილი მოუხსნეს.
ფეიქრიშვილის საქმე: პროკურატურამ პენიტენციურის უფროსისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
გახარია საქართველოსთვის საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის საკონსტიტუციოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)