|
2018-05-08 17:01:31, 1503 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ ყოლბაია სახალხო დამცველს შეხვდა
აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველო სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ მდგომარეობას. მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ჯანდაცვით პროექტებზე, ისაუბრეს მშობლიურ ენაზე განათლების მიღების საკითხებზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის კუთხით არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე, ასევე დევნილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია, დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა, საქართველოს სახალხო დამცველის მთავარი მრჩეველი იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების საკითხებში მერი კოჭლამაზაშვილი, საქართველოს სახალხო დამცველის მთავარი მრჩეველი კონფლიქტის რეგიონში ადამიანის უფლებათა საკითხებში მედეა ტურაშვილი ესწრებოდნენ.
(NS)
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)