|
2018-05-08 14:22:33, 1934 ნახვა
საზოგადოება
თბილისისთვის 100 ავტობუსის შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა
დედაქალაქის მერიამ და შპს „სატრანსპორტო კომპანიამ“ 100 ავტობუსის შესყიდვაზე ერთობლივი ტენდერი გამოაცხადეს. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ 2018 წლის 25 დეკემბრამდე თბილისი ეტაპობრივად ასი, ევრო 6-ის სტანდარტის, 10-მეტრიანი, 3-კარიანი, დიზელის საწვავზე მომუშავე და შშმ პირებზე ადაპტირებული ავტობუსით უნდა უზრუნველყოს. ტექნიკური პირობების თანახმად, ავტობუსები უნდა იყოს 2018 წელს გამოშვებული, ერთი მარკისა და მოდელის და მათი გარბენი 1700 კმ-ს არ უნდა აღემატებოდეს. ჯამში 69 მგზავრზე გათვლილ ავტობუსს უნდა გააჩნდეს მგზავრთათვის განკუთვნილი 23 დასაჯდომი ადგილი და მინიმუმ 1 შშმ პირზე გათვლილი სივრცე. ავტობუსი აღჭურვილი უნდა იყოს შშმ პირებისთვის განკუთვნილი მექანიკური პანდუსით, ეტლის დასამაგრებელი მოწყობილობით, სახელურებითა და გაჩერების მოთხოვნის ღილაკით. გარდა ამისა, სატენდერო პირობებით, ავტობუსის კომპლექტაციაში გათვალისწინებულია ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირების, ვენტილაციისა და ანტივანდალური ვიდეო მონიტორინგის სისტემების არსებობა. მიმდინარე წლის ბოლომდე პრეტენდენტმა თბილისის მერიას პირველ ეტაპზე 69 ავტობუსი უნდა მიაწოდოს, ხოლო მეორე ეტაპზე 31. თბილისის მერიისა და შპს „სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ 100 ავტობუსის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 45 მილიონ ლარს შეადგენს. საშუალო ტევადობის ავტობუსების შესყიდვა თბილისის მერიამ რთული რელიეფის უბნების საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურების გასაუმჯობესებლად გადაწყვიტა. მომავალი 3 წლის განმავლობაში თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობა სულ 700 ახალი ავტობუსის შეძენას გეგმავს.
(NS)
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)