18:09 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-08 14:09:04, 2182 ნახვა

მსოფლიო
პუტინმა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, ომში გამარჯვების 73-ე იუბილე მიულოცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ლიდერებს სამამულო ომში გამარჯვების 73-ე იუბილე მიულოცა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც კრემლის ლიდერის განცხადებაშია ნათქვამი, პუტინმა ფაშიზმზე გამარჯვება აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, მოლდოვას, ტაჯიკეთის, თურქმენეთის და უზბეკეთის ლიდერებს მიულოცა. აღსანიშნავია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა მილოცვის დროს ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო მთავრობები გამოყო. ამასთან, ომში გამარჯვება მან საქართველოსა და უკრაინის მოსახლეობასაც მიულოცა.

"9 მაისი არის სიმბოლური დღე, როდესაც ყველა ქვეყანა გაერთიანდა და მსოფლიოსთვის გმირობის მაგალითი გახდა. ერთმანეთის გვერდით მებრძოლი ყველა მეომარი საკუთარ ქვეყანას იცავდა, რათა კაცობრიობა ფაშიზმისგან ეხსნა", - ნათქვამია პუტინის მილოცვაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფეიქრიშვილის საქმე: პროკურატურამ პენიტენციურის უფროსისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
გახარია საქართველოსთვის საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის საკონსტიტუციოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics