18:49 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-07 11:42:23, 2218 ნახვა

მსოფლიო
ჰავაიზე ვულკანის ამოფრქვევის გამო, 1700-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

ჰავაიზე ვულკან კილაუეას ამოფრქვევის გამო, 1700-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

მედიის ცნობით, სტიქიამ 30-ზე მეტი სახლი გაანადგურა.

ვულკანის ლავა 70 მეტრის სიმაღლეზე ჰაერში ამოიფრქვა და ავტომაგისტრალზე, რომელიც ვულკანის ყელიდან 19 კილომეტრითაა დაშორებული, ახალი ნაპრალები გაჩნდა. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ცნობით, დაახლოებით 1700 ოჯახია ევაკუირებული.

დაშავებულების ან გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

 შეგახსენებთ, რომ ვულკანი ჰავაიზე 4 მაისს ამოიფრქვა, რასაც 6.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოჰყვა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფეიქრიშვილის საქმე: პროკურატურამ პენიტენციურის უფროსისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
გახარია საქართველოსთვის საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის საკონსტიტუციოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics