14:40 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-05 11:44:25, 1491 ნახვა

საზოგადოება
ჩუღურეთის რაიონში 36 სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ჩუღურეთის რაიონში 36 მისამართზე სკვერების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა სამუშაო პროცესი პირადად დაათვალიერა და რეაბილიტაციის დეტალებს ადგილზე გაეცნო. 

„ჩვენი მიზანია, მოსასვენებელი სივრცე მაქსიმალურად უსაფრთხო, თანამედროვე სტანდარტის და კომფორტული იყოს, განსაკუთრებული ყურადღებით ვადევნებთ თვალს საბავშვო-გასართობი ატრაქციონების განახლებას. სამწუხაროდ, ხშირია ფაქტები, როცა წინა დღით განახლებულ სკვერში  დამტვრეული ინფრასტრუქტურა გვხვდება. ამიტომ, მოსახლეობას მინდა ვთხოვო მაქსიმალური მხარდაჭერა, რომ ერთად გავუფრთხილდეთ ჩვენს რაიონს“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, სკვერებში დაზიანებული ინფრასტრუქტურა შეიცვლება, შეიღებება მოსასვენებელი სკამები და ლითონის დეკორატიული ღობეები, შეკეთდება დაზიანებული საბავშვო-გასართობი ატრაქციონები და გამოიცვლება ურნები. 

სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „Our Group“ და შპს „K.G.A.“ აწარმოებს. პროექტის ღირებულება 153 994 ლარია. სკვერებში მიმდინარე სარებილიტაციო სამუშაოები ორ თვეში დასრულდება. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია კობახიძისგან ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე განმარტებას ითხოვს
GCCA: ფუდ გალერი ჯორჯიას მომხმარებლის უფლებების დარღვევის ფაქტი დავუდგინეთ
ოზურგეთის მერი გადადგა
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? - გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics