14:40 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-05 11:42:51, 1411 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში, ახალდაბის შესახვევში ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს

ახალდაბის შესახვევში გზის რეაბილიტაცია გრძელდება. ამ ეტაპზე ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. საგზაო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო. 

„გამგეობის დაფინანსებით, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება ადგილობრივი მოსახლეობისთვის. საგზაო სამუშაოების პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, ერთ-ერთი კორპუსის წყალარინების შიდა ქსელიც შეიცვლება და ამ მონაკვეთზეც დაიგება ასფალტის საფარი. პროექტის დასრულების შემდეგ, საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობა, ასევე, დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრები ოჯახები კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ,“ - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.

სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო ბორდიური, ტროტუარი და სულ 2 000 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა. ამ ეტაპზე 1 300 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს ასფალტის დაგება. კორპუსის წყალარინების ქსელის რეაბილიტაციის შემდეგ, გზის საფარი კიდევ 700 კვ.მ ფართობზე დაიგება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია კობახიძისგან ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე განმარტებას ითხოვს
GCCA: ფუდ გალერი ჯორჯიას მომხმარებლის უფლებების დარღვევის ფაქტი დავუდგინეთ
ოზურგეთის მერი გადადგა
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? - გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics