|
2018-05-04 15:27:27, 1574 ნახვა
საზოგადოება
საქართველო „კარიტას ევროპას“ რეგიონალურ კონფერენციას მასპინძლობს
7-9 მაისი, თბილისი - „კარიტას ევროპას“ (Caritas Europa) რეგიონული კონფერენცია გაიმართება, რომელსაც ევროპის 40 ქვეყნის კარიტასის ორგანიზაციების, საქართველოს მთავრობის, საქართველოში აკრედიტებული საელჩოების და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან. კონფერენიციის მონაწილეები - ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მოხალისეებისგან და ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან შემდგარი 150 კაციანი დელეგაცია - ახალგაზრდების პრობლემებს განიხილავენ. აგრეთვე შეიმუშავებენ გასაჭირში მყოფი ადამიანების დასახმარებლად მოხალისეობის განვითარების გზებს. 7 მაისი - 11:30-ზე გაიმართება პრესკონფერენცია, თემაზე „საქველმოქმედო საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობა“. 14:30 -ზე გახსნის ღონისძიებას დაესწრებიან: იტალიის რესპუბლიკის ელჩი, პოლონეთის რესპუბლიკის ელჩი, ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი, ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ასევე მთავრობის წარმოამდგენლები. 8 მაისი - 16:00-ზე ევროპელი ახალგაზრდები და ქართველი მოხალისეები თბილისის ქუჩებში აქციას მოაწყობენ, სლოგანით: „გააზიარე გამოცდილება“. აქციის მიზანი საქართველოში მოხალისეობის და საქველმოქმედო საქმიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. 9 მაისი - მონაწილეები „საქართველოს კარიტასის“ მიმდინარე პროექტებსა და საქველმოქმედო საქმიანობას გაეცნობიან. აგრეთვე, შეაჯამებენ კონფერენციის შედეგებს. „კარიტას ევროპა“ 46 ევროპული ქვეყნის 49 კარიტასის ორგანიზაციების გაერთიანებაა. „კარიტას ევროპის“ წევრი ორგანიზაციები გასაჭირში მყოფ ხალხს ეხმარებიან, როგორც ევროპაში, ასევე მის ფარგლბს გარეთ. საქველმოქმედო ფონდი საქართველოს კარიტასი 1994 წელს დაარსდა. ორგანიზაცია 1998 წლიდან „კარიტას ევროპას” (Caritas Europa) წევრია.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)