|
2018-05-03 15:03:06, 1490 ნახვა
საზოგადოება
ბოტანიკურ ბაღსა და წავკისის წყლის ხეობაში ველობილიკი და საფეხმავლო გზა მოეწყობა
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღსა და წავკისის წყლის ხეობაში ველობილიკისა და საფეხმავლო გზის გაყვანა იწყება. ამის შესახებ კულტურული და შემოქმედებითი ხელოვნების პლატფორმის პრეზენტაციაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, პროექტი ფონდ „ქართუს“ საჩუქარია. „მალე ჩვენ ვიწყებთ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას. ბოტანიკური ბაღისა და წავკისის წყლის ხეობაში გაკეთდება ველობილიკი და საფეხმავლო გზა, რომელიც თანამედროვე სტანდარტის იქნება და მგონია, რომ ამ ადგილს მისცემს კიდევ ძალიან დიდ შესაძლებლობას, რომ ის სწორად იყოს გამოყენებული. ამ პროექტს საჩუქრად ფონდი „ქართუ“ უკეთებს დედაქალაქს და ამისათვის მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს“, - განაცხადა კახა კალაძემ. პროექტის - „თბილისის ცის ქვეშ“ პრეზენტაცია ამჟამად ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში მიმდინარეობს. ღონისძიებას ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებიან.
(NS)
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)