|
2018-05-03 14:12:08, 1563 ნახვა
საზოგადოება
სესიაშვილი: მეხანძრე-მაშველებს ახალი ტექნიკა და უკეთესი სამუშაო პირობები სჭირდებათ
„საგანგებო სიტუაციების მართვის მოდელი მარტივი და საიმედო უნდა იყოს. მეხანძრე-მაშველებს სჭირდებათ ახალი ტექნიკა, უკეთესი სამუშაო პირობები და საზოგადოების მხარდაჭერა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ბოლო წლებში დაგროვილმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ სახანძრო ზედამხედველობის მიმართულებით სტანდარტების გაუმჯობესება აუცილებელია. „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დაგეგმილ რეფორმებში სწორ აქცენტებს აკეთებს. მისასალმებელია ასევე ის, რომ სამაშველო სამსახურების საქმიანობაში ჩაერთვებიან ის წვევამდელები, რომლებიც ალტერნატიულ შრომით სამსახურში იქნებიან გაწვეული. ეს, ერთი მხრივ, გაზრდის ახალგაზრდების ჩართულობას ადგილობრივ დონეზე სამაშველო საქმიანობაში, მეორე მხრივ კი, მიზნობრივად მოხდება ალტერნატიული შრომითი სამსახურის რესურსისა და პოტენციალის სწორად გამოყენება. კიდევ უფრო სასიხარულოა, რომ დელტას ბაზაზე ჩვენ დავიწყებთ სახანძრო ტექნიკის წარმოებას, რაც განაახლებს როგორც ჩვენს ტექნიკურ შესაძლებლობებს, ასევე, ვფიქრობ, შესაძლებელი გახდება ასეთი პროდუქციის ექსპორტზეც გაყიდვა“, - განაცხადა სესიაშვილმა. ცნობისთვის, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანა საგანგებო სიტუაციების მართვის სრულიად ახალ მოდელზე გადადის. მისი თქმით, რეფორმების პაკეტი ითვალისწინებს გაცილებით უფრო მეტ ჩართულობას, უფრო ეფექტური და, ასევე, უფრო გამარტივებულია. „დეტალურად იმიჯნება სახელმწიფო უწყებების კომპეტენციები და საგანგებო სიტუაციების სამსახური ხდება შემფასებელი, გადაწყვეტილებების მიმღები, შესაბამისად - პასუხისმგებელიც და კოორდინატორიც. ამას გარდა, რეფორმების პაკეტი ითვალისწინებს სხვა სიახლეებსაც. ესენია - მოხალისეთა სისტემა, ალტერნატიული სამხედრო სამსახური და კრიზისების პრევენციის მიზნით სამეცნიერო წრეების ჩართვა. სამართლებრივი ბაზის სრულყოფის პარალელურად, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფრასტრუქტურის გაძლიერებასა და განახლებაზე. უკვე გამოცხადებულია ტენდერი სპეციალურად ტყეებისთვის სახანძრო მანქანების შეძენაზე. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება იქნა მიღწეული ავსტრიულ კომპანიასთან, რომელიც მსოფლიოში გახლავთ ლიდერი ასეთი ტიპის მოწყობილობების წარმოების, ეს არის - „როზენბაუერი". ის ჩვენს ქართულ კომპანია „დელტასთან" ერთად დაიწყებს ოპერატიული სახანძრო მანქანების ერთობლივ წარმოებას. „პიკაპის" ჩონჩხზე აწყობილი მანქანები იქნება, რომლებსაც ექნება კომპანია „როზენბაუერის" აპარატურა და მოწყობილობა, რაც არის მსოფლიოში აპრობირებული, ძალიან ეფექტური ოპერატიული სახანძრო-სამაშველო მანქანები. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ უკვე მალე, რამდენიმე თვეში გვექნება პირველი ეგზემპლიარები და წლის ბოლომდე, პრაქტიკულად, უნდა გვქონდეს გამართული წარმოება ასეთი ტიპის მანქანების“, - განაცხადა პრემიერმა.
ComCom-მა TV პირველი მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა
პარტია ლელო : კობახიძის სიტყვები აფხაზეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით საკმარისი არ არის
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)