07:20 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-03 14:03:35, 1313 ნახვა

კომენტარი
მამუკა მდინარაძე: მზად ვართ, ნებისმიერ ფორმატში დავუჯდეთ დებატებში პრეზიდენტ მარგველაშვილს

 „მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი ძალიან კარგად იცნობს  რეგლამენტსაც, ფორმატიც შეთანხმებული იყო გუშინ, ის გაექცა საზოგადოებას, პასუხისმგებლობას და საქართველოს პარლამენტის წევრებს",- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მამუკა მდინარაძე იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი უმრავლესობის შეთავაზებას დათანხმდება.

მისივე თქმით,  პრეზიდენტის სურვილის შემთხვევაში, უმრავლესობა მზადაა დებატების ნებისმიერ ფორმატში გამართვისთვის.

„მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი ძალიან კარგად იცნობს  რეგლამენტსაც, ფორმატიც შეთანხმებული იყო გუშინ, ის გაექცა საზოგადოებას, პასუხისმგებლობას და საქართველოს პარლამენტის წევრებს. თუმცა, ჩვენ მაინც ვთვლით, რომ, იქნებ, მიეცეს მას შესაძლებლობა, რომ თუ მართლა უნდა კითხვებზე პასუხების გაცემა, შევთავაზოთ სატელევიზიო დებატების ფორმატი, სადაც  საშუალება იქნება, რომ ყველა კითხვას ამომწურავად გასცეს პასუხი. იმედია, ის ჩვენს ამ შემოთავაზებას მიიღებს.

ტექნიკურ და ფორმალურ საკითხებზე, ალბათ, შევჯერდებით. არ მინდა, წინასწარ ეს დავაანონსო ან დეტალიზაცია მოვახდინო. მისი სურვილის შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ ფორმატში დავუჯდეთ დებატებში პრეზიდენტ მარგველაშვილს",- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics