|
2018-05-03 13:55:18, 1427 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტი ქართულ მედიას პრესის თავისუფლების დღეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქართულ მედიას პრესის თავისუფლების დღეს ულოცავს. „გილოცავთ პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს. თქვენი მისიის ფორმულა მარტივია - დემოკრატია არ არსებობს თავისუფალი მედიის გარეშე. იმისთვის, რომ შევქმნათ ჯანმრთელი და ძლიერი სახელმწიფო, ჩვენ გვჭირდება თქვენი მოღვაწეობა. დემოკრატია არ არსებობს თვითმმართველობის გარეშე, ადგილებზე დემოკრატიის გარეშე. და ამ თვალსაზრისით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია რეგიონული მედიის აქტიურობა. ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის, განვითარების, დემოკრატიულობის პროცესი იწყება რეგიონებიდან და პატარა ქალაქებიდან. იქ წარმართული ჯანმრთელი დემოკრატიული პროცესი განაპირობებს დედაქალაქში მიმდინარე საერთო, ეროვნულ, დემოკრატიულ პროცესს. მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ჟურნალისტს, რომლებიც წლებისა და ათწლეულების განმავლობაში ამ მნიშვნელოვან მისიას ემსახურებიან“, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
ComCom-მა TV პირველი მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა
პარტია ლელო : კობახიძის სიტყვები აფხაზეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით საკმარისი არ არის
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)