07:19 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-03 11:57:24, 1341 ნახვა

კომენტარი
პრემიერი: ავსტრიული კომპანია „დელტასთან“ ერთად საქართველოში სახანძრო მანქანების წარმოებას დაიწყებს

პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, საქართველოში ავსტრიული კომპანია სახანძრო ტექნიკის წარმოებას იწყებს.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობა საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფრასტრუქტურის გაძლიერებაზე აქტიურად მუშაობას.

„დღეს ჩვენ განვიხილავთ სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროს, რეფორმების ძალიან მნიშვნელოვან პაკეტს, რომლის მიხედვითაც შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანა გადადის საგანგებო სიტუაციების მართვის სრულიად ახალ მოდელზე. ეს მოდელი ითვალისწინებს გაცილებით უფრო მეტ ჩართულობას, უფრო მაღალეფექტურია, ასევე არის უფრო გამარტივებულიც. დეტალურად იმიჯნება სახელმწიფო უწყებების კომპეტენციები, და საგანგებო სიტუაციების სამსახური ხდება შემფასებელი, გადაწყვეტილებების მიმღები, და შესაბამისად პასუხისმგებელიც და კოორდინატორიც ასეთ სიტუაციებში. გარდა ამისა, რეფორმების პაკეტი ითვალისწინებს, სიახლეებსაც, ესენია: მოხალისეთა სისტემა, ალტერნატიული სამხედრო სამსახური, და კრიზისების პრევენციის მიზნით სამეცნიერო წრეების ჩართვა. სამართლებრივი ბაზის სრულყოფის პარალელურად, აქტიურად ვმუშაობთ საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფრასტრუქტურის გაძლიერებაზე და განახლებაზე. უკვე გამოცხადებულია ტენდერი, სპეციალურად ტყეებისთვის სახანძრო მანქანების შეძენაზე, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება იქნა მიღწეული ავსტრიულ კომპანიასთან, რომელიც მსოფლიოში გახლავთ ლიდერი, ასეთი ტიპის მოწყობილობების წარმოების. ეს კომპანია ჩვენს ქართულ კომპანია „დელტასთან“ ერთად დაიწყებს ერთობლივ წარმოებას ოპერატიული სახანძრო მანქანების - პიკაპის ჩონჩხზე აწყობილი მანქანები იქნება, რომელსაც ექნება, კომპანია „როზემბაუერის“ აპარატურა და მოწყობილობა, რაც არის მსოფლიოში აპრობირებული, ძალიან ეფექტური ოპერატიული სახანძრო-სამაშველო მანქანა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ უკვე მალე, რამდენიმე თვეში გვექნება პირველი ეგზემპლარები და წლის ბოლომდე უკვე პრაქტიკულად უნდა გვქონდეს გამართული წარმოება, ასეთი ტიპის მანქანების“, - განაცხადა კვირიკაშვილმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics