10:04 - 26 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-02 17:22:24, 1892 ნახვა

კომენტარი
ანრი ოხანაშვილი: პრეზიდენტი გაბუტობანას გვეთამაშება

სადაც იმდენი შეწყალება ხდება ყოველგვარი კრიტერიუმების გარეშე, რომელი კანონმდებლობის დაცვაზეა საუბარი, - ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტის მოთხოვნა დებატების გამართვაზე და გადაწყვეტილების მიღებამდე პარლამენტის სხდომათა დარბაზის დატოვება არის ინსტიტუციის უპატივცემულობა.

„გაბუტობანას გვეთამაშება პრეზიდენტი. საუბრობს იმაზე, რომ სურს დებატიო და გარბის დარბაზიდან. თუ მას სურს დებატები, მაშინ მოისმინოს, დებატებში შევიდეს.

ეს არის ამ პარლამენტისადმი უპატივცემულობა. ეს არის კანონმდებლობის ფეხქვეშ გათელვა, მაგრამ მე არ მიკვირს, სადაც იმდენი შეწყალება ხდება ყოველგვარი კრიტერიუმების გარეშე, რომელი კანონმდებლობის დაცვაზეა საუბარი.

პრეზიდენტმა ძალიან კარგად იცოდა როდის იყო დებატები. თუ მან იცოდა, რომ უნდოდა დებატები, უნდა შემოეთავაზებინა ეს. მას ასევე შეეძლო შესვენების დროს კონსტრუქციულად ესაუბრა ჩვენთან და ეთქვა და არ გაქცეულიყო. ეს არის დესტრუქცია, ჩვენ უნდა დავიცვათ კანონმდებლობა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 ცნობისთვის, პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს, გიორგი მარგველაშვილს რამდენიმე დეპუტატისთვის პასუხის გაცემა სურდა, თუმცა მას ამის საშუალება პარლამენტის თავმჯდომარემ არ მისცა. ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ პრეზიდენტს პასუხების გაცემა დასკვნით სიტყვაში შეუძლია და სხვა შემთხვევაში რეგლამენტის დარღვევა მოხდებოდა. ამის შემდეგ, პრეზიდენტმა რეგლამენტის შეცვლა მოითხოვა და მანამდე სხდომათა დარბაზი დატოვა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics