|
2018-05-02 16:10:53, 1375 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე პრეზიდენტს: ესტონეთის ყველა პრეზიდენტმა ერთად 10-ჯერ ნაკლები მსჯავრდებული შეიწყალა, ვიდრე თქვენ - 2017 წელს
თქვენ გქონდათ საათი და მეტი დრო იმისთვის, რომ ამ რანგში მოღვაწეობის ბოლო წელს ანგარიში ჩაგებარებინათ საზოგადოებისთვის, თუმცა ეს შანსი არ გამოიყენეთ, ისევე, როგორც სხვა შანსები, - ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ. როგორც მან აღნიშნა, ბევრი ადამიანისთვის პრეზიდენტის მოხსენება გაუგებარი იყო. "ნამდვილად ვერ გავიგეთ მთავარი აქცენტები და ამის შესახებ უფრო ნათელი გახდა მაგალითად, აბაშიშვილის სატელევიზიო ინტერვიუდან, საიდანაც ვიგებთ, რომ თქვენ აქცენტი გაგიკეთებიათ სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებზე, თქვენს გამოსვლაში ეს პათოსი მაინცდამაინც არ ჩანდა. თქვენ პასუხები გაქვთ გასაცემი მრავალ კითხვაზე, მაგალითად, შეწყალებებთან დაკავშირებით. თქვენ შეიწყალეთ ადამიანი, რომლის საქმის განხილვა არ იყო დასრულებული სამივე ინსტანციის სასამართლოში, შეიწყალეთ ოჯახის წევრი, რომელსაც 17 წლიდან მხოლოდ 3 წელი მოახდევინეთ და ეს მოხდა შესაბამისი კომისიის გვერდის ავლით. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც მაგალითად ესტონეთის ყველა პრეზიდენტმა ერთად აღებულმა 10-ჯერ ნაკლები პირი შეიწყალა ვიდრე თქვენ ეს გააკეთეთ 2017 წელს, 831 მსჯავრდებულზეა ამ წელს საუბარი. თქვენ მიერ შეწყალებულია 55 მსხვილი ნარკორეალიზატორი, 575-მა ხელმეორედ ჩაიდინა 672 სხვადასხვა დანაშაული, რომელთაგან 189 მძიმე და განსაკუთრებით მძიმე შემთხვევა იყო, აქედან 40 ძალადობის და ოჯახური ძალადობის შემთხვევა. ამ ფონზე კიდევ უფრო დასანანია თქვენი თავის მართლება, პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მცდელობა და არგუმენტი თითქოს სასტიკი მკვლელობის შეწყალების მიზეზი მისი დადებითი დახასიათება იყო", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მდინარაძე გამოეხმაურა პრეზიდენტის განცხადებას ე.წ. გირგვლიანის შესწორებებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მარგველაშვილის და სააკაშვილის ლოგიკა ერთი-ერთში დაემთხვა ერთმანეთს. „წარმოუდგენელი ამბავი იყო, როდესაც თქვენ სცადეთ ამ საქმესთან დაკავშირებით პრეზიდენტ სააკაშილის გამართლება და მას პოლიტიკური ნიშნით დევნილი უწოდეთ, ასევე, 9-მილიონიანი თანხის დანაშაულებრივ ხარჯვას პიჯაკების საქმე უწოდეთ“, - დასძინა მდინარაძემ. მისი თქმით, გიორგი მარგველაშვილმა არ გამოიყენა უნიკალური შანსი, ყოფილიყო პირველი პრეზიდენტი საპარლამენტო მმართველობის პირობებში, რომელიც რეალურად იქნებოდა საზოგადოების გამაერთიანებელი. „ამ უკიდურესად პოლარიზებულ პოლიტიკურ სისტემაში გქონდათ შანსი, ყოფილიყავით ერთადერთი ადამიანი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს შორის, ვინც ილაპარაკებდა სუბიექტივიზმისაგან თავისუფალ სიმართლეს, თუმცა არ გამოიყენეთ ეს შანსი და გახდით მხოლოდ რამდენიმე ოპოზიციური პარტიის თუ არასამთავრობო ორგანიზაციის პრეზიდენტი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)