|
2018-04-30 19:57:56, 684 ნახვა
ჯანელიძე - ევროკავშირთან დაახლოება გრძელვადიანი პროცესია, ერთ დღეში გერმანიად ვერ გადავიქცევით
განვითარება და ცხოვრების დონის ამაღლება, მათ შორის ევროკავშირთან დაახლოება, რა თქმა უნდა არის გრძელვადიანი პროცესი, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, რეფორმებისკენ ნაბიჯები გეგმაზომიერად და მიზანმიმართულად უნდა გადაიდგას. „რა თქმა უნდა ჩვენ ერთ დღეში ვერ გადავიქცევით გერმანიად და თუნდაც საშუალო დონის ევროკავშირის წევრ ქვეყნად. ჩვენ ვერ შევთავაზებთ ისეთივე სიკეთეებს ჩვენ მოქალაქეებს, როგორც ისინი სთავაზობენ, რადგან იმათ გაიარეს სწორედ ეს მრავალწლიანი პროცესი რეფორმების, განვითარების და შემდეგ გახდნენ წევრები და შემდეგ მიიღეს ის სიკეთეები, რითაც დღეს სარგებლობენ. ამიტომ ჩვენ აუცილებლად გეგმაზომიერად მიზანმიმართულად ეს ნაბიჯები უნდა გადავდგათ, ეს რეფორმები უნდა განვახორციელოთ, რომ მივაღწიოთ, გრძელ ვადაში განვითარებას. ვიზალიბერალიზაციაც არის მისი შემადგენელი ნაწილი“,- განაცხადა ჯანელიძემ. მინისტრმა იმ დაბრკოლებებსა და სირთულეებზე გაამახვილა ყურადღება, რომლის წინაშეც ქვეყანა ვიზალიბერალიზაციის არ ქონის შემთხვევაში აღმოჩნდება. „თუ ჩვენ არა გვაქვს უვიზო მიმოსვლა, მაშინ რა თქმა უნდა თავისუფალი ვაჭრობა ბევრად უფრო მეტ დაბრკოლებებს შეხვდება. ჩვენ ექსპრტიორებს არ ექნებათ უფლება წავიდნენ და დაესწრონ გამოფენებს, შეხვდნენ მათ ბიზნეს პარტნიორებს. ასევე, სხვა პროგრმებს რომლებიც ევროკავშირისგან გვაქვს, მოკლევადიანი განათლების სფეროში. „ერასმუს პლიუსით“ მონიჭებული პროგრამა, რომელითაც საქართველო აქტიურად სარგებლობს. გართულდება ამით სარგებლობა თუ ჩვენ ვიზალიბერალიზაცია არ გვექნება და უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა. იგივე ეხება ასევე კულტურის სფეროს და სხვადასხვა სფეროს რომელშიც გადაადგილების თავისუფლებას აქვს განმსაზღვრელი როლი. ეს თავისუფლება ჩვენ არ უნდა შევიზღუდოთ. ის რაც მივიღეთ ჩვენ ძალიან ბევრი რეფორმის გატარების შედეგად, არ უნდა დავკარგოთ“,- აღნისნა ჯანელიძემ. მიხეილ ჯანელიძემ, იმ ღონისძიებებზეც ისაუბრა, რომლის განხორციელებაც მთავრობამ ერთი წლის წინ, მაშინ დაიწყო, როდესაც არაშესაბამისი პირობებით უვიზო მიმოსვლის სტატისტიკა გაიზარდა. „ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ მას შემდეგ, რაც გაჩნდა ერთი წლის თავზე ნიშნები და არაშესაბამისი პირობებით უვიზო მიმოსვლის სტატისტიკა გაიზარდა. ჩვენ დავიწყეთ შესაბამისი კამპანია. ჩვენ დავიწყეთ სატელევიზიო კამპანია. ჩვენ დავიწყეთ რეგიონში შეხვედრები და მესამე ტალღა საინფორმაციო კამპანიის მაგრამ ეს არ იყო მხოლოდ საინფორმაციო კამპანია. ჩვენ დავიწყეთ, მუშაობა კიდევ უფრო აქტიურად ორმხრივ რეჟიმში ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან სადაც გარკვეული პრობლემები წარმოიშვა, როგორც ორგანიზებულ კრიმინალთან ბრძოლის მიმართულებით და ერთობლივი თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით, ასევე ევროკავშირის დონეზე და ეს შედეგები უკვე ნათელია. უკვე იკლებს სტატისტიკა თავშესაფრის მთხოვნელების და ჩვენ რა თქმა უნდა ქვეყნის შიგნით კიდევ უფრო მეტ რეფორმას ვატარებთ, რომ მეტი შესაძლებლობა გაჩნდეს დასაქმების და ეკონომიკური საქმიანობის წარმოებისთვის“,- აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მოსკოვის სასამართლომ კენედების ოჯახის წევრს დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა
კოლუმბიის პრეზიდენტი - მიწისძვრის შემდეგ 265 ადამიანი დაიღუპა და 3 494 დაშავდა, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 496
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 55 პირია
ივანიშვილის წარმომადგენელი იონათამიშვილი აფხაზეთში ბენზინის მიწოდებაზე კითხვების გამო ოპოზიციის აკრძალვას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)