19:40 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-30 16:41:57, 2622 ნახვა

მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრად საჯიდ ჯავიდი დაინიშნა

დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრად საჯიდ ჯავიდი დაინიშნა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ახალი მინისტრი პაკისტანელი მიგრანტების შვილია. ამიტომ, როგორც ჯავიდმა აღნიშნა, მიგრანტების საკითხი მისთვის ძალიან ახლოა.

მედიის ცნობით, 48 წლის საჯიდ ჯავიდი ყოფილი საინვესტიციო ბანკირია და დიდი ხნის განმავლობაში ბიზნესის სფეროში მოღვაწეობდა.

შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ემბერ რადი თანამდებობიდან გადადგა. შს მინისტრის გადადგომის მიზეზი სკანდალი გახდა, რომელშიც რადი ბოლო პერიოდის განმავლობაში გაეხვა. კერძოდ, სკანდალის მიზეზი ბრიტანული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში მოქმედებს პროგრამა, რომელიც ქვეყანაში კარიბის ზღვის აუზისა და აფრიკის ქვეყნებიდან ჩასახლებული მიგრანტების დეპორტაციას ემსახურება. თავდაპირველად ემბერ რადმა პროგრამის არსებობა უარყო, შემდეგ განაცხადა, რომ ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა, საბოლოოდ კი პარლამენტარებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის გამო ბოდიში მოიხადა და პოსტი დატოვა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფეიქრიშვილის საქმე: პროკურატურამ პენიტენციურის უფროსისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
გახარია საქართველოსთვის საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის საკონსტიტუციოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics