2018-04-30 12:44:26, 1488 ნახვა
საზოგადოება
NDI - გამოკითხულთა 53% კახა კალაძის საქმიანობას დადებითად აფასებს
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა თბილისის მერის, კახა კალაძის საქმიანობას დადებითად აფასებს.
კერძდ, კითხვაზე - როგორ შეაფასებდით დედაქალაქის მერის საქმიანობას, გამოკითხულთა 15%-მა განაცხადა, რომ ძალიან კარგად, 38% - კარგად, 31%-მა - საშუალოდ, 7%-მა - ცუდად, 5%-მა - ძალიან ცუდად, 4%-მა კი, არ იცის.
ცნობისთვის, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.
ავტორი: ,