|
2018-04-30 12:37:35, 1340 ნახვა
კომენტარი
პრეზიდენტი: სახალხო დიპლომატიის ფორუმი ნატო-საქართველოს საერთო ღირებულებების წინააღმდეგ მიმდინარე პროპაგანდის ძლიერი პასუხია
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თბილისში ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე სიტყვით გამოვიდა და ნატო-ს ბრიუსელის სამიტისათვის მზადების საკითხებზე, საქართველოს წინაშე უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე და რეგიონში ნატო-ს კომუნიკაციის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა. გიორგი მარგველაშვილმა დღევანდელ ფორუმს ნატო-სა და ქართული დემოკრატიული ღირებულებების წინააღმდეგ პროპაგანდისტული დაპირისპირების ღირსეული და ძლიერი პასუხი უწოდა. "უმნიშვნელოვანესია ეს შეკრება, რომელიც ძალიან რთულ ვითარებაში იმართება, როდესაც მიმდინარეობს რთული გეოპოლიტიკური და პროპაგანდისტული დაპირისპირება ალიანსთან იმ ღირებულებებთან, რომელსაც საქართველო სრულად იზიარებს და რომელიც განაპირობებს საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის პროგრესსა და წარმატებას. რატომ უნდათ ქართველებს ნატოში გაერთიანება და რითი არიან ისინი ამ გზაზე ასეთი წარმატებულები? პირველ რიგში, ჩვენ ვერთიანდებით იმ ღირებულებებით რა ღირებულებებითაც გაერთიანებულები არიან ნატო-ს ქვეყნები: ადამიანის თავისუფლება, დემოკრატია და ღია საზოგადოების მშენებლობა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ნატო წარმატებული სამხედრო ალიანსია, რომელმაც შეძლო მიაღწია იმ იდეალისათვის, რასაც თავის ნაწარმოებში სუნ-ძი აღწერდა - მოიგო ომი ბრძოლის გარეშე, და შეძლო ცივი ომის დასრულება მსხვერპლის გარეშე. ფორუმზე, რომელშიც მონაწილეობენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, სახალხო დიპლომატიასა და კომუნიკაციების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო სტრუქტურების და ნატო-ს შტაბ-ბინის წარმომადგენლები, გიორგი მარგველაშვილმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ ცივი ომის პოლიტიკის ინიცირების მცდელობაზე. "რთული გარემოებაა დღეს, როდესაც სწორედ ეს ცივი ომის პოლიტიკა იქნა დეკლარირებული რუსეთის მიერ, ეს პოლიტიკა ჩვენთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია. ჩვენ მივესალმებით იმ სულისკვეთებას, რომელიც არსებობს ნატო-ში ამ პოლიტიკის საპირისპიროდ აღმოსავლეთ მიმართულების გაძლიერებისა და გამთლიანების თვალსაზრისით. ცივი ომი ყოველთვის ხდებოდა არა ამა თუ იმ ალიანსების წევრებს შორის, არამედ ის მიმდინარეობდა სხვადასხვა ადგილებში, მსოფლიო რუკის სხვადასხვა წერტილებში, სწორედ ე.წ. პროქსი ომების სახით", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. ფორუმზე, რომელიც საქართველოში მესამედ იმართება და სახალხო დიპლომატიასა და კომუნიკაციაზე მსჯელობის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს, საქართველოს პრეზიდენტმა ნატოს მომავალ სამიტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ალიანსში ინტეგრაციის პროცესი კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს და დაჩქარდეს. "იმედი გვაქვს, რომ საქართველოს პროგრესი, თავდადება და ის მტკიცე არჩევანი შესაბამისად და ადეკვატურად ინება ასახული მომავალ სამიტზე", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. ფორუმში მონაწილეობენ ექსპერტები ნატოს წევრი და არაწევრი ქვეყნებიდან - აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, ჩეხეთის, ფინეთის, შვედეთის, რუსეთის, უკრაინის წარმომადგენლები.
საქართველოს ბანკის PLUS შეთავაზებები Black Friday-ისთვის
კაია კალასი სირიისგან საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების აღიარების გაწვევას მოითხოვს
ნოდარ ჩაჩუას თქმით, დაკავების მერე, პოლიციაში გაუპატიურებით ემუქრებოდნენ
თქვენი ადგილი სასამართლო სხდომის დარბაზში არ არის - გაბრაზებულმა მოსამართლემ გვარამია სხდომიდან გააძევეს
|
რედაქტორის რჩევით
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





