|
2018-04-29 12:41:44, 1801 ნახვა
საზოგადოება
საია: არჩევნები მშვიდ ვითარებაში წარიმართა და ძალადობის შემთხვევებს ადგილი არ ჰქონია
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ვანსა და ხონში არჩევნების მიმდინარეობა შეაფასა. სულხან სალაძემ მედიისთვის ბრიფინგი გამართა და იმ დარღვევების შესახებ ისაუბრა, რომელიც კენჭისყრის მიმდინარეობისას დაფიქსირდა. საიას შეფასებით, პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში წარიმართა და ძალადობის შემთხვევებს ადგილი არ ჰქონია. მათი შეფასებით,ყველაზე მნიშვნელოვანი დარღვევა გადასატან ყუთს უკავშირდება. კერძოდ, 31 საარჩევნო უბნიდან 25 უბანზე გადასატანი ყუთების სიებში დამატებით შეიყვანეს დაახლოებით 300 ამომრჩეველი, რამაც 3% - იანი ზღვარის გადამეტება განაპირობა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ ამ კუთხით საკანონმდებლო ცვლილება აუცილებელია. დაფიქსირდა ფაქტები, როდესაც უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ პირები, რომლებიც აწარმოებდნენ უბნებზე მისული ამომრჩევლის აღრიცხვას. საიას შეფასებით, ეს ამომრჩევლის ნებაზე ირიბი კონტროლია, რაც საჭიროებს საარჩევნო კოდექსში უბნის მიმდებარე ტერიტორიის ცნების განსაზღვრას. ასევე, საიას დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა რიგი შემთხვევები, როდესაც საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიებზე იმყოფებოდნენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. დაფიქსირდა ერთი ინციდენტი ხონის #5 საარჩევნო უბანთან როდესაც ერთმანეთს ,,ევროპული საქართველოსა" და ქართული ოცნების მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. ცესკომ ვანისა და ხონის ყველა უბნის ხმების დათვლა დაასრულა. არჩევნებში ხმების უმრავლესობა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა გივი ჭიჭინაძემ მოიპოვა, მას ხმების 57.86% აქვს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 57.9% შეადგინა. მათივე ცნობით, როგორც კენჭისყრა, ასევე ხმის დათვლის პროცედურა საარჩევნო უბნებზე მშვიდ ვითარებაში, კანონმდებლობის სრული დაცვით წარიმართა. შეგახსენებთ, რომ ვანისა და ხონის გაერთიანებულ სამაჟორიტარო ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც ყოფილი მაჟორიტარი, გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.
პუტინის რეჟიმმა კენედების დინასტიის წევრი, მოქმედი ჯანდაცვის მინისტრის შვილი, ძებნაში გამოაცხადეს და პატიმრობა შეუფარდეს
უკრაინული დრონის თავდასხმის შედეგად ოკუპირებული სევასტოპოლი კვლავ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
უკრაინამ ბაშკორტოსტანში მდებარე „გაზპრომის“ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ბოლო ერთი თვის განმავლობაში მეორედ შეუტია
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)