|
2018-04-28 18:35:02, 1889 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიის ორგანიზებით ლისის ტბაზე სპორტული ფესტივალი „თბი ლისი“ გაიხსნა
ლისის ტბაზე, სპორტული ფესტივალი „თბი - ლისი“ გაიხსნა. ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილესთან, სოფიო ხუნწარიასთან ერთად დაესწრო. ფესტივალი თბილისის მერიის ორგანიზებით იმართება და მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, მასობრივი სპორტის განვითარებას, სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაციას და მოქალაქეების დასვენების, გართობისა და სპორტული აქტივობისთვის საჭირო გარემოს შექმნას. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ფესტივალის ფარგლებში სასიამოვნო დროის გატარება ყველა თაობის ადამიანს შეუძლია. კახა კალაძე მოქალაქეებს ფესტივალში ჩართვისკენ მოუწოდებს. „მიუხედავად იმისა, რომ ქარია მაინც ძალიან ბევრი, სხვადასხვა თაობის ადამიანია მოსული. სპორტის 13 სახეობაში არის შესაძლებელი, მსურველებმა ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე მიიღონ მონაწილეობა. ასევე, ამ ღონისძიებების შემდეგ გაიმართება სხვადასხვა ჯგუფის კონცერტები და მინდა მივმართო ყველას, რომ ყოველი თვის ბოლო შაბათს მობრძანდნენ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც სასიამოვნო ღონისძიებები გაიმართება. ჩვენ ქალაქს სჭირდება ასეთი ტიპის ღონისძიებები, ახალგაზრდებს სჭირდებათ გართობა და დასვენება“, - განაცხადა კახა კალაძემ. ღონისძიების პირველ დღესვე ტურნირები სპორტის 13 სახეობაში ჩატარდა. მათ შორისაა კალათბურთი, მინი გოლფი, მაგიდის ჩოგბურთი, მეკლდეურობა, ამერიკული ფეხბურთი, კარატე, ბოჩა, ფრისბი, მკლავჭიდი, გარბენი, ჭადრაკი, ჩერლიდინგი და მჯდომარე ფრენბურთი. საფესტივალო ღონისძიებების ფარგლებში ფეხბურთში მეგობრული მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს საკრებულოსა და მერიის გუნდი და საფეხბურთო კლუბი „დიდუბე 2014“ შეხვდნენ. ღონისძიების ფარგლებში თბილისის მერს კარატეს ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ბასილიამ , საპატიო შავი ქამარი მესამე დანი გადასცა.
(NS)
პუტინის რეჟიმმა კენედების დინასტიის წევრი, მოქმედი ჯანდაცვის მინისტრის შვილი, ძებნაში გამოაცხადეს და პატიმრობა შეუფარდეს
უკრაინული დრონის თავდასხმის შედეგად ოკუპირებული სევასტოპოლი კვლავ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
უკრაინამ ბაშკორტოსტანში მდებარე „გაზპრომის“ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ბოლო ერთი თვის განმავლობაში მეორედ შეუტია
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)