|
2018-04-27 15:15:00, 1985 ნახვა
საზოგადოება
ქეთევან ალექსიძემ მონაწილეობა „Routes Europe 2018“-ის ფორუმში მიიღო
22-24 აპრილს ესპანეთის ქალაქ ბილბაოში ავიამიმართულებების განვითარების ყოველწლიური ფორუმი ‘’Route Europe 2018“ გაიმართა. ბასკეთში, რიგით მე-13 ყოველწლიურ ფორუმზე მონაწილეობა ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან 1200 დელეგატმა, მათ შორის 300 აეროპორტის, 100 ავიაკომპიისა და ტურიზმის 50 წარმომადგენელმა მიიღო. საქართველო ფორუმზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ წარმოადგინა. ქართულ დელეგაციას ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი ქეთევან ალექსიძე ხელმძღვანელობდა. სამდღიან ღონისძიებაზე განხილული იყო საჰაერო ტრანსპორტის სფეროში არსებული და მოსალოდნელი გამოწვევები, ასევე აეროპორტების, ავიაკომპანიების დატურიზმის სფეროში მომუშავე ორგანიზაციების საქმიანობის წარმოებისა და საჰაერო ტრანსპორტირების ქსელების გაუმჯობესების ხელშეწყობა. საფუძველი ჩაეყარა ახალ ავიამიმართულებებს. ქეთევან ალექსიძის განცხადებით, მსგავსი ფორუმები საშუალებას იძლევა, გლობალურ საავიაციო ბაზარზე, მოხდეს საქართველოს მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ადგილმდებარეობისა და ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა. "საავიაციო ფორუმზე ჩვენ მნიშვნელოვანი პროექტები წარვადგინეთ. პირველ რიგში ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც ამ დროისთვის ფართოვდება და ახალი ტერმინალის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. მოლაპარაკება გვქონდა სხვადასხვა ავიაკომპანიის წარმომადგენლებთან, მათ შორის Air Baltic-თან, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სიხშირეებს ამატებს და მაისიდან კვირაში ოთხჯერ, ხოლო ივნისი-სექტემბერი - კვირაში 6 სიხშირით იფრენს,-‘’განაცხადა ქეთევან ალექსიძემ. ქართულმა დელეგაციამ შეხვედრები გამართეს სხვადასხვა ავიაკომპანიებთან: Brussels Airlines, Eurowings, Nordica, SAS, Cobalt Air, Blue Air, SunExpress, Delta, WIzz Air და ევროპის აეროპორტების წარმომადგენლებთან. მათ შორის: Barcelona, Rome, Bologna, Berlin, Frankfurt, Athens, Larnaca, Milan Malpensa, Zaporizhzhya, Istanbul New Airport, Fraport Greece.
(NS)
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)