|
2018-04-27 10:17:33, 2082 ნახვა
მსოფლიო
კიმ ჩენ ინი სამხრეთ კორეაში ჩავიდა (ვიდეო)
ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინსა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტ მუნ ჩჟე ინს შორის ისტორიული შეხვედრა გაიმართა. ფხანმუნჯის სასაზღვრო პუნქტზე ორი ქვეყნის ლიდერმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. „დღეს ისტორიაში ახალი ეპოქა იწყება: მშვიდობის ეპოქა“, - დაწერა კიმ ჩენ ინმა. საპასუხოდ კი მუნ ჯე ინმა ორ ქვეყანას შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა შესთავაზა. მან ასევე სურვილი გამოთქვა, მოინახულოს კორეელებისთვის წმინდა მთა პექტუსანი, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში, ჩინეთის საზღვართან მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ კიმ ჩენ ინის მიერ სადემარკაციო ხაზის გადაკვეთა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მშვიდობის სიმბოლოდ შეაფასა. კიმ ჩენ ინი ჩრდილოეთ კორეის პირველი ლიდერი გახდა, რომელიც 1953 წლიდან სამხრეთ კორეას ეწვია.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)