|
2018-04-26 20:06:34, 1789 ნახვა
საზოგადოება
ლევან იზორია აფხაზეთიდან გადმოსვენებული გმირების დაკრძალვას დაესწრო
აფხაზეთიდან გადმოსვენებული 12 მებრძოლის ნეშტი დღეს დიღომში ვაშლიჯვარში მდებარე ძმათა სასაფლაო „გმირთა სავანე“ -ზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. ქართველი მებრძოლების ხსოვნას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისუფროსმა გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიაგო პატივი. ლევან იზორიამ პირადად მიუსამძიმრა დაღუპული მეომრების ოჯახის წევრებს და განაცხადა, რომ ქართველი გმირების ღვაწლი ფასდაუდებელია. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ერთობლივი მუშაობის შედეგად 1992-93 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული 18 სამხედრო მოსამსახურისა და 4 სამოქალაქო პირის იდენტიფიკაციას რამდენიმე დღის წინ დასრულდა. დაღუპულ საქართველოს მოქალაქეთა სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა. დაღუპული მოქალაქეების ნაწილი ოჯახების სურვილის მიხედვით საქართველოს სხვადასხვა რაიონებში გადაასვენეს. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით საკოორდინაციო მექანიზმი 2010 წელს შეიქმნა, მას შემდეგ 1992-1993 წლებში აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით უგზო-უკვლოდ დაკარგული 325 ადამიანის ნეშტი იქნა მოძიებული, რომელთაგან 148 ამოცნობილია. დანარჩენი ნეშტების ამოცნობის პროცესი კვლავ მიმდინარეობს.
(NS)
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)