|
2018-04-26 12:43:44, 1457 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი ბრიუსელში ევროკომისარ ვიტენის ანდრიუკაიტისს შეხვდა
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის საკითხებში ევროკომისარს, ვიტენის ანდრიუკაიტისს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირთან ასოცირების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების და სამომავალო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა ევროკომისარს აქტიური თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის. მინისტრმა დეტალურად ისაუბრა საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე. არსებულ გამოწვევებზე საუბრისას, ლევან დავითაშვილმა ყურადღება გავრცელებული ახალი მავნებლის აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებზე გაამახვილა. როგორც ევროკომისარმა განაცხადა, მნიშვნელოვანია სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის სისტემის ტექნიკური, მატერიალური და ადამიანური რესურსის გაძლიერების მიმართულებით მუშაობა გაგრძელდეს. „მიმდინარე წლის თებერვალში, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართული ასოცირების საბჭოს შეხვედრების შემდეგ გადაწყდა ევროკომისიის შესაბამისი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან შეხვედრა. მნიშვნელოვანია ის პროგრესი, რომელიც საქართველოს აქვს ევროპასთან საკანონმდებლო დაახლოების კუთხით და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ევროპის მხარდაჭერის გაგრძელება საქართველოში ლაბორატორიული და სურსათის უვნებლობის კონტროლის თვალსაზრისით, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ საქართველომ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით ისარგებლოს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობა. როგორც ევროკომისარმა აღნიშნა, ევროკავშირი საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების პროცესში მხარდაჭერას აგრძელებს.
(NS)
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)