|
2018-04-25 13:19:07, 1363 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: დღეს მედია პლურალიზმი უზრუნველყოფილია და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებით, 2012 წლის შემდეგ მედიაპლურალიზმის მიმართულებით მდგომარეობა არის განსაკუთრებულად გაუმჯობესებული. მისივე თქმით, წინა ხელისუფლების პირობებში მედია სივრცე სრულად იყო მონოპოლიზირებული. „ჩვენ ყველანი კარგად ვხედავთ თუ რა ვითარებაა მედიაპლურალიზმის მხრივ საქართველოში. 2012 წლის შემდეგ ამ მიმართულებით მდგომარეობა არის განსაკუთრებულად გაუმჯობესებული. მაშინ სრულად იყო მონოპოლიზებული მედია სივრცე მაშინდელი ხელისუფლების მიერ. დღეს არის აბსოლუტურად პლურალისტული გარემო. უზრუნველყოფილია მედია პლურალიზმი და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა. შესაბამისად, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ეს მიღწევა არ მხოლოდ შევინარჩუნოთ, არამედ, კიდევ მეტად განვამტკიცოთ. ეს არის ჩვენი სულისკვეთება."-განაცხადა კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, არსებითად კრიტიკული მედიის არსებობა არის მიღწევა, რომელიც ქვეყანას 2012 წლის შემდეგ აქვს. „არა მგონია ვინმე ეთანხმებოდეს დასკვნას იმის თაობაზე, რომ მედიაპლურალიზმის კუთხით არაფერი შეცვლილა. მარტივი ვითარება იყო. 2012 წლამდე იყო სრული მონოპოლია და დღეს არის არა მხოლოდ დემონოპოლიზებული სისტემა, არამედ უფრო მეტიც, არის არსებითად კრიტიკული მედია ხელისუფლების მიმართ. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა, რომელიც ჩვენ გვაქვს 2012 წლის შემდეგ"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ორგანიზაციის ანგარიში მიკერძოებულია და ეყრდნობა ასევე მიკერძოებული ორგანიზაციების მიერ მიწოდებულ ინფორმაციებს. „მე ამაზე გავაკეთე ვრცელი განცხადება. რაც შეეხება ფრიდომ ჰაუზს, რაც შეეხება იმ ორგანიზაციებს, რომელთა დასკვნებსაც ეყრდნობა მათი საბოლოო ანგარიში. აშკარად არის მიკერძოებული ანგარიში და იმ ორგანიზაციების მხრიდან არის მიწოდებული ინფორმაცია, რომლებიც თავის მხრივ არიან მიკერძოებულნი". ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერთია ანგარიშები და დასკვნები და მეორეა ის, რასაც საზოგადოება ხედავს თვალნათლივ, როგორც სასამართლო სფეროში ასევე მედია პლურალიზმის სფეროში და ნებისმიერ სხვა სფეროში, რომელიც დაკავშირებულია ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან. „ეს არის სამწუხარო რეალობა, თუმცა საზოგადოება თავის მხრივ, ყველაფერს ხედავს. საზოგადოება ხედავს, რომ სასამართლო სისტემის მხრივ გვაქვს რადიკალური გაუმჯობესება. ამ მიმართულებითაც, იუსტიციის სამინისტრო სრულად აკონტროლებდა 2012 წლამდე სასამართლო სისტემას. სასამართლო სისტემა იყო ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის განხორციელების ერთ-ერთი უმთავრესი ინსტრუმენტი. ადამიანის უფლებების დარღვევის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი და ეს ვითარება არის რადიკალურად შეცვლილი 2012 წლის შემდეგ",-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)