|
2018-04-24 12:56:49, 1508 ნახვა
საზოგადოება
ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდისათვის რეგისტრაცია გრძელდება
იუსტიციის სასწავლო ცენტრი ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაციას აგრძელებს. შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა ნოტარიუსობის მსურველებს 27 აპრილის ჩათვლით შეუძლიათ. გამოცდებზე რეგისტრაციისათვის დაინტერესებულმა პირებმა მისამართზე - trainingcenter@tcj.gov.ge - ელექტრონულად უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები: უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის ასლი; CV; პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ფერადი ფოტოსურათი 3/4-ზე; გამოცდაში მონაწილეობისათვის კანონით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. დამატებითი ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია იუსტიციის სასწავლო ცენტრის ვებგვერდზე http://tcj.gov.ge/ka/news/436/ ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 31 მარტის №68 ბრძანებით, მიმდინარე წლის 3 მაისს დაინიშნა.
(NS)
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)