|
2018-04-24 12:45:48, 1850 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მობილური ავტომატური სადგური ამოქმედდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, საქართველოში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მობილური ავტომატური სადგური აამოქმედა. მობილური სადგურის საშუალებით, შესაძლებელია ჰაერის განსაზღვრა დედაქალაქის სხვადასხვა წერტილებსა და საქართველოს რეგიონებში. როგორც ჟურნალისტებს გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა მარინე არაბიძემ განუცხადა, სადგურმა „ევროპის მოედანზე“ და „ვარდების მოედანზე“ ჰაერის ხარისხის მონიტორინგი უკვე განახორციელა და დადგინდა, რომ აღნიშნულ ლოკაციებზე ჰაერის კონცენტრაციის ყველა მაჩვენებელი ნორმაშია. „გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, საქართველოში პირველი მოძრავი მობილური ავტომატური სადგური განათავსა, რომელიც აკონტროლებს 24 საათის განმავლობაში ჰაერის ხარისხს. პირველი 24 საათის განმავლობაში, რაც ეს სადგური აქ არის განთავსებული, შემიძლია გითხრათ, რომ ყველა მონაცემი რაც ისაზღვრებოდა საშუალო სადღეღამისო კონცენტრაციასთან მიმართებაში, ნორმის ფარგლებში დაიფიქსირდა. მონიტორინგი ხორციელდება იმისთვის, რომ ზუსტად ვაკონტროლოთ სხვადასხვა დროს სიტუაციები. აღსანიშნავია, რომ სადგური არის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და აბსოლუტურად უტყუარი“, - განაცხადა მარინე არაბიძემ. მისივე თქმით, მონიტორინგის მობილური სადგური მომავალი კვირიდან ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში გადაინაცვლებს. „გაზომვები ახალხანს დავიწყეთ. ჰაერის ხარისხი მონიტორინგის მობილური სადგური მომავალი კვირიდან მოიცავს თელავსა და გორს“, – აღნიშნა გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა. მობილური ავტომატური სადგურის საშუალებით ლოკაციებზე ატმოსფერული ჰაერის რვა დამაბინძურებელი ნივთიერების კონცენტრაციები ისაზღვრება (PM10, PM2.5, ნახშირჟანგი, გოგირდის დიოქსიდი, აზოტის ოქსიდი და დიოქსიდი, NOX და ოზონი). მიღებული შედეგების შეფასება საქართველოს და ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება. ცნობისთვის, ჰაერის მონიტორინგის სადგურები თბილისის გარდა, ქუთაისსა და ბათუმშია დამონტაჟებული და მიმდინარე წელს, მისი განთავსება რუსთავშიც იგეგმება.
სალომე უბირია, თამარ ლომაშვილი
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)