|
2018-04-24 11:32:04, 2426 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ვიმედოვნებთ, სომხეთის ახალ მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობა გვექნება
ამერიკის შეერთებული შტატები იმედოვნებს, რომ სომხეთის ახალ მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობა ექნება. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული. „ჩვენ მადლობას ვუხდით სერჟ სარგსიანს აშშ-სა და სომხეთს შორის ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის. ვიმედოვნებთ, რომ მისი მემკვიდრის განსაზღვრის პროცესი გამჭვირვალედ, სომხეთის კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად განხორციელდება. ვიმედოვნებთ, რომ ახალ მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობა გვექნება“, - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 31 მარტიდან პარტია „სამოქალაქო თანხმობა“ სერჟ სარგსიანის წინააღმდეგ სომხეთის ქალაქებში მსვლელობებს მართავდა, რაც 13 აპრილს ერევანში გამართული მიტინგით და საფრანგეთის მოედანზე მჯდომარე აქციით დასრულდა. 16 აპრილს ერევანში ვითარება დაიძაბა. მომიტინგეებმა პარლამენტის შენობაში შეღწევა სცადეს, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. დაპირისპირების შედეგადაც 46 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 6 პოლიციელი. აქციის მონაწილეების პროტესტის მიუხედავად, სომხეთის პარლამენტმა პრემიერის პოსტზე სარგსიანი 17 აპრილს, ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. 11 დღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, სარგსიანმა პრემიერ- მინისტრის პოსტი დატოვა.
მოიგებს თუ არა კვარაცხელია ოქროს ბურთს? | მოლოდინები
ფეიქრიშვილის საქმე: პროკურატურამ პენიტენციურის უფროსისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
გახარია საქართველოსთვის საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის საკონსტიტუციოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)