01:17 - 13 Aug, 2026
|
2018-04-23 17:25:36, 1985 ნახვა
საზოგადოება
„ჩვენ ვიცავთ დედამიწას!“ - N162-ე ბაგა-ბაღში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში დედამიწის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული გრძელდება. მორიგი ასეთი ღონისძიება ოქროყანაში მდებარე N162 ბაგა-ბაღში გაიმართა, სადაც აღსაზრდელებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია, ისაუბრეს დედამიწაზე ეკოლოგიური პრობლემების, ბუნებრივი კატასტროფების რისკების, ასევე, დედამიწაზე ზრუნვის აუცილებლობაზე. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, აღსაზრდელებმა სტუმრებთან ერთად, ბაგა-ბაღის ეზოში გადაინაცვლეს, სადაც ყვავილები და ნერგები დარგეს. ღონისძიებას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე, მთაწმინდის გამგებელი დავით კირკიტაძე, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი მაია გოგიბერიძე ესწრებოდნენ.
(NS)
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)