01:17 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-23 16:52:15, 1521 ნახვა

საზოგადოება
საზაფხულო სკოლა მოსწავლეებისთვის - განაცხადების მიღება დაიწყო

იუსტიციის სასწავლო ცენტრი  მოსწავლეებისთვის საზაფხულო სკოლაში მიღებას აცხადებს. პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ ავტორიზებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების  IX, X ან XI კლასის მოსწავლეებს საქართველოს ყველა რეგიონიდან.

მონაწილე უნდა ფლობდეს სახელმწიფო ენას და უნდა იყოს დაინტერესებული საჯარო სამსახურის სისტემით.  განაცხადების მიღება მოხდება 23 აპრილიდან 20 მაისის ჩათვლით. პროექტის მეორე ეტაპზე გადავა  მხოლოდ პირველად დარეგისტრირებული 700 მოსწავლე. მოსწავლეები თბილისში, თელავში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში  27 მაისს გაივლიან ტესტირებას მათემატიკაში. შეირჩევა 30 საუკეთესო შედეგის მქონე ახალგაზრდა, რომელიც უკვე საზაფხულო სკოლის სწავლებაში ჩაერთვება.  საზაფხულო სკოლაში, ლექციებს წაიკითხავენ წამყვანი ადგილობრივი ექსპერტები.

სასწავლო პროგრამა მოიცავს შემდეგ საკითხებს:

გუნდური შეჭიდულობის ტრენინგი;                                                              

საჯარო სამსახურის სპეციფიკის გაცნობა;

საჯარო გამოსვლა და პრეზენტაციული უნარები;

ინფორმაციული ტექნოლოგიები;

განათლების მნიშვნელობა და როლი;

მათემატიკა ყოველდღიურ ცხოვრებაში.

პროექტი უკვე მესამედ ტარდება და მისი მიზანია საჯარო სამსახურის პოპულარიზაცია და ახალგაზრდებისთვის საჯარო სამსახურის არსის და  მნიშვნელობის  გაცნობა.   საზაფხულო სკოლა გაიმართება 2018 წლის 14 ივლისიდან 22 ივლისამდე. მონაწილეები სწავლებას გაივლიან ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში.

სარეგისტრაციო ფორმის შესავსებად და დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://www.tcj.gov.ge/ka/news/440/

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics