|
2018-04-23 13:36:13, 1733 ნახვა
საზოგადოება
მომავალმა იურისტებმა აღსრულების სამართლის სასწავლო კურსი გაიარეს
იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა აღსრულების ეროვნულ ბიუროში სამართლის ზოგადი კურსი გაიარეს. ტრენინგები თსუ-ის თვითმმართველობისა და ბიუროს ერთობლივი პროექტის ფარგლებში განხორციელდა. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. ერთ კვირიანი ზოგადი კურსი აღსრულების სამართლის თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 25-მა სტუდენტმა გაიარა. მომავალმა იურისტებმა მიიღეს ინფორმაცია აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის შესახებ. სემინარების ფარგლებში ისინი გაეცნენ საქართველოს სააღსრულებო სისტემას; აღსრულების ორგანოების სტრუქტურას; სამართლებრივ სტატუსებსა და კომპეტენციას; სააღსრულებო წარმოების მონაწილეებსა და მათ სამართლებრივ მდგომარეობას; აღსრულების დაწყების სამართლებრივ საფუძვლებს; აღსრულების ეტაპებს; აღსრულების შედეგებს. გაიმართა დისკუსიები და განიხილეს რეალური შემთხვევები. სტუდენტებმა მოისმინეს პრეზენტაციები აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისების შესახებ, მათ შორის: მოვალეთა რეესტრი, ელექტრონული აღსრულება, ფაქტების კონსტატაცია, გამარტივებული საქმისწარმოება, გადახდისუუნარობა. პროექტის მიზანია, სტუდენტებში აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სააღსრულებო სისტემის შესახებ ცნობადობის ამაღლება; სააღსრულებო საქმიანობის შესწავლის ინტერესისა და ინიციატივის დანერგვა. ტრენინგებს სააღსრულებო თემატიკაზე აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები: მარიამ მაისურაძე, ეკატერინე მარხვაშვილი, რუნარ გუსეინოვი, მარიამ კლდიაშვილი, გიორგი გაგუა, დავით ტატიშვილი, მიხეილ ლომთაძე უძღვებოდნენ. აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო სისტემისა და საქმისწარმოების შესახებ ტრენინგებს სტუდენტებთან მომავალშიც განაგრძობს.
(NS)
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)