|
2018-04-22 14:46:18, 2283 ნახვა
მსოფლიო
ერევანში საპროტესტო აქციაზე 49 პირი დააკავეს
სომხეთის პოლიციის ცნობით, ადგილობრივი დროით 13:00 საათის მონაცემებით, სამართალდამცველებმა 49 აქტივისტი დააკავეს. "რია ნოვოსტის" ცნობით, პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. სამართალდამცველებმა გამოიყენეს ხმოვანი ყუმბარა. დაკავებულების ნაწილი რესპუბლიკის მოედნიდან და არცახის ქუჩიდან აიყვანეს. სამართალდამცავები მეგაფონით მოუწოდებენ მომიტინგეებს დაიშალონ, რადგან აქცია უკანონოა. ერევნის პოლიციის ოფიციალურმა წარმომადგენელის აშოთ აგარონიანის განაცხადებით, ნიკოლ ფაშინიანი 19 აპრილიდან ერევნის სხვადასხვა ადმინისტრაციულ რაიონში შეკრებებს ატარებს, რაზეც უფლებამოსილ ორგანოს კანონით დადგენილი წესით არ შეატყობინა. როგორც აშოთ აგარონიანი აღნიშნავს, აქციების მონაწილეები პერიოდულად და უხეშად არღვევდნენ „შეკრების თავისუფლების“ შესახებ კანონს და პოლიციის ბრძანებებს არ ემორჩილებოდნენ. ცნობისთვის, დილით, პოლიციამ, საპროტესტო აქციების ლიდერი, ოპოზიციონერი დეპუტატი ნიკოლ ფაშინიანი დააკავა. ვითარება ერევანში 16 აპრილს დაიძაბა, როდესაც მომიტინგეებმა პარლამენტის შენობაში შეღწევა სცადეს. აღნიშნულს მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება, რის შედეგადაც 46 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 6 პოლიციელი. შეგახსენებთ, რომ 31 მარტიდან პარტია „სამოქალაქო თანხმობა“ სომხეთის ქალაქებში მსვლელობებს მართავდა, რაც 13 აპრილს ერევანში გამართული მიტინგით და საფრანგეთის მოედანზე მჯდომარე აქციით დასრულდა. 14 აპრილს აქციის მონაწილეები სომხეთის საზოგადოებრივი რადიოს შენობაში შეიჭრნენ და ეთერი მოითხოვეს. ოპოზიცია გრძელვადიან აქციებსა და გაფიცვებს აანონსებს. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრად სერჟ სარგსიანის დანიშვნას აპროტესტებენ. ამასთან, სომხეთის პარლამენტმა პრემიერის პოსტზე სერჟ სარგსიანი 17 აპრილს, ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
სააკაშვილი: საქართველოდან ბენზინი არა აფხაზეთში, არამედ სამხრეთ რუსეთში მიეწოდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)