2018-04-22 12:05:56, 579 ნახვა
ქაბულში ტერაქტს 7 ადამიანი ემსხვერპლა
ავღანეთის დედაქალაქში ქაბულში თვთმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა.
„რია ნოვოსტის“ ცნობით, როგორც ავღანური მედია ქვეყნის შს სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, აფეთქება ქაბულში ამომრჩეველთა რეგისტრაციის ცენტრთან მოხდა.
აფეთქებაზე პასუხიმგებლობა ჯერ არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.
ავტორი: ,