|
2018-04-21 17:03:36, 2297 ნახვა
საზოგადოება
„თბილისის ჩაის ფესტივალი“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გახსნა
ჩაისა და თაფლის საერთაშორისო ფესტივალი, მთაწმინდის პარკში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა გახსნა. სამინისტროს ინფორმაციით, „თბილისის ჩაის ფესტივალი“ სამინისტროს, საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციისა და მთაწმინდის პარკის მიერ არის ორგანიზებული. ფესტივალის მთავარი ამოცანაა მეჩაიეობის სფეროში ეკონომიკური ზრდის წახალისება, ერთობლივი ეკონომიკური რეგიონული პროექტების განხორციელება, ადგილობრივი საშუალო და მცირე მწარმოებლების მხარდაჭერა, ასევე საზოგადოებაში მომხმარებელთა შორის ნატურალური ჩაის პოპულარიზაცია და შიდა ბაზრის ათვისება. „დღევანდელ ფესტივალზე წარმოდგენილია ჩაის და თაფლის სეგმენტი, მონაწილეობას იღებენ ჩაის იმპორტიორებიც. ფესტივალი აჩვენებს თუ როგორი პროგრესია ყოველ წლიურად ამ სფეროში, ჩნდებიან ახალი კომპანიები და ვითარდებიან უკვე არსებულები. ასეთი ღონისძიებები ხელს უწყობს, როგორც ტრადიციების შენარჩუნებას და განვითარებას, ასევე რეგიონში ამ დარგის აღორძინებას,“ – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა. ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა თენგიზ სვანიძემ ფესტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2005 წლიდან ის ყოველ წლიურად მეტ მონაწილეს აერთიანებს და დარგის პოპულარიზაციას ახდენს. ფესტივალში 10–მდე ქართული კომპანია და ასევე, უცხოელი მწარმოებლებიც იღებდნენ მონაწილეობას. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ჩაისა და თაფლის უნიკალური სახეები. „თბილისის ჩაის ფესტივალში“ მონაწილეობა მიიღეს პარლამენტისა და მთავრობის წევრებმა, ასევე საქართველოში აკრედიტირებულმა საელჩოების წარმომადგენლებმა.
(NS)
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
სააკაშვილი: საქართველოდან ბენზინი არა აფხაზეთში, არამედ სამხრეთ რუსეთში მიეწოდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)