21:39 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-21 12:03:49, 2505 ნახვა

მსოფლიო
ბრიტანეთის პოლიციამ „სკრიპალების საქმეში“ მთავარი ეჭვმიტანილები გამოავლინა

დიდი ბრიტანეთის პოლიციამ სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლაში მთავარი ეჭვმიტანილები გამოავლინა, - ამის შესახებ The Telegraph იუწყება.

როგორც სკოტლანდ-იარდში აცხადებენ, ეჭვმიტანილები რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან.

მედია საშუალების ინფორმაციით, ეჭვმიტანილები იმ ადამიანების სიის ანალიზით დასახელდნენ, რომლებიც ბრიტანეთში ჩაფრინდნენ და მოწამლვის ფაქტის შემდეგ ქვეყანა დატოვეს.

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ირწმუნებოდა, რომ შვეიცარიელმა სპეციალისტებმა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციისგან (OPCW) სოლსბერიში შემთხვევის ადგილიდან მოპოვებული ნიმუშები შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ სკრიპალები ნივთიერება BZ-თი მოწამლეს. მოგვიანებით შვეიცარიის ლაბორატორია Spiez-მა ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.

შეგახსენებთ, რომ სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამჟამად მამა-შვილი თავს კარგად გრძნობს.

სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის შემდეგ ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ გააკეთა განცხადება და რუსი ჯაშუშის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამვლაში რუსეთი დაადანაშაულა. აღნიშნულს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დიპლომატიური სკანდალი მოჰყვა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოიგებს თუ არა კვარაცხელია ოქროს ბურთს? | მოლოდინები
ფეიქრიშვილის საქმე: პროკურატურამ პენიტენციურის უფროსისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
გახარია საქართველოსთვის საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის საკონსტიტუციოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics